მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მაღალმთიან აჭარაში შშმ პირთა საჭიროებების კვლევა ჩატარდა
მაღალმთიან აჭარაში შშმ პირთა საჭიროებების კვლევა ჩატარდა

მაღალმთიან აჭარაში შშმ პირთა საჭიროებების კვლევა ჩატარდა

ასოციაციამ “ერთმანეთისთვის“ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა.

პრეზენტაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვლევის ფარგლებში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში გამოიკითხა 547 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. კვლევის მიზანია სათემო სერვისების საჭიროებების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის შესაბამისი პროგრამების ინიცირებასა და იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა.

“კვლევა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სათემო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდის, ინკლუზიური განათლების წვდომის გაფართოების, სათემო კავშირების გაძლიერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ასევე, რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სერვისპროვაიდერების კოორდინირებული ძალისხმევა ამ მიმართულებით”, – აღნიშნა პრეზენტაციის შეჯამებისას ასოციაცია “ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურიძემ.

მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების ირგვლივ კვლევებით წარდგენენ, ასევე, “მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი გელეიშვილი და ორგანიზაციის “ხელიხელს“ დამფუძნებელი და შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია “მოძრაობა ცვლილებებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე მაია შიშნიაშვილი. მათ აჭარის რეგიონში სათემო ფსიქიატრიული სერვისების განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.

პროექტის პარტნიორია “მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“, რომელიც აქტიურად მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისის განვითარებაზე, კერძოდ, ცენტრის ინიციატივით ხორციელდება აქტიური (ასერტიული) სათემო ფსიქიატრიული მომსახურების მოდელის განვითარება საქართველოში.

pia.ge

იხილეთ ასევე

რამდენიმე სამედიცინო ცენტრი VIVO Medical Group-ის სახელით გაერთიანდნენ. „კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს VIVO Medical Group-ის დამფუძნებელ გიორგი ყიფიანთან

VIVO Medical Group–ქართული ჯანდაცვის სისტემა ძალიან შორსაა იდეალურისგან

კლინიკებისა და მომსახურების მოდერნიზაცია, პაციენტზე მორგებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება, მომსახურების ხარისხის ზრდა და მუდმივი …