მთავარი » ფარმაცევტიკა » მედიკამენტების უკანონოდ შემოტანაზე სასჯელი გამკაცრდება
ჯანდაცვის მინისტრი დავით მაჭარაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება-მედიკამენტების უკანონოდ შემოტანაზე სასჯელი გამკაცრდება

მედიკამენტების უკანონოდ შემოტანაზე სასჯელი გამკაცრდება

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის, დავით მაჭარაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც ცნობილია, მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები.

მინისტმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში პარლამენტში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რათა მსგავსი ტიპის დარღვევებზე არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული გავრცელდეს.

“წლის განმავლობაში გატარდა არაერთი ღონისძიება, როცა აფთიაქის ფარმაცევტებს დაეკისრა პასუხისმგებლობა და რამდენიმე ასეულ აფთიაქს დაეკისრა საჯარიმო სანქციები, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით გამოიკვეთა გარკვეული სურათი რასაც სჭირდება გამოძიება.

პარლამენტი დაიწყებს ინიცირებას კანონპროექტის, რომლის მიხედვითაც ასეთი ტიპის დარღვევებზე სისხლის სამართლის დანაშაული გავრცელება და არა ადმინისტრაციული მხოლოდ.არ აქვს მნიშვნელობა ხელმძღვანელი პირი იქნება თუ ქვედა რგოლი, თუ გამოიკვეთა დანაშაული ერთნაირად ვაგებთ პასუხს”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე დღეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან - ფარმაცევტული დარგის წრამომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს შეხვდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე დღეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან – ფარმაცევტული დარგის წრამომადგენლებთან …