მთავარი » ჯანდაცვა » მედიკოსებმა მენინგოკოქცემიით დაღუპული ბავშვის ცხედართან ოჯახის წევრები არ მიუშვეს
ფაქტი მენინგოკოქცემიით არასრულწლოვნის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა მარნეულში, რის გამოც გარდაცვლილის კლასელების მშობლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა

მედიკოსებმა მენინგოკოქცემიით დაღუპული ბავშვის ცხედართან ოჯახის წევრები არ მიუშვეს

მარნეულის კლინიკიდან 6 წლის ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, ყველა სიპმტომი მენინგოკოქცემიის მძიმე ფორმაზე მიუთითებდა და სავაადმყოფოში მოყვანისთანავე დაუწყეს მას ანტიშოკური მკურნალობა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა და მარნეულის მე-8 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე 6 წლის ბიჭი მენინგოკოქცემიის ელვისებური ფორმით დაავადების პირველი სიპმტომიდან 24 საათში იაშვილის სახელობის კლინიკაში დაიღუპა.

გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა, რომ დაავადების გავრცელების საშიშროების გამო ცხედართან მიახლოების უფლება არ მისცეს და დაღუპული პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. სკოლაში კი, სადაც მოზარდი სწავლობდა,  დეზინფექცია ჩატარდა.

დაღუპულის დედა ყვება, რომ მის შვილს დაავადების არანაირი სიპმტომი არ ჰქონია და პროცესები უსწრაფესად განვითარდა.

“იუსუფს ოთხშაბათს შევატყვე ცვლილება, უხასიათოდ იყო, ვკითხე, რა აწუხებდა და მითხრა, რომ ზურგი სტკიოდა, ვიფიქრე სასკოლო ჩანთის ბრალია-თქო და გამოვართვი. სკოლის შემდეგ სახლში ღუმელთან დაჯდა და არაფერი უჭამია. სიცხე გავუზომე, 38 ჰქონდა და წამალი დავალევინე. მეუბნებოდა, კარგად ვარო, მაგრამ შემეშინდა, რადგან არაფერს ჭამდა. მალევე სიცე 39-ზე აუვიდა. ეს უკვე ძალიან საშიშად მომეჩვენა. გვიან უკვე ამბობდა: “დედა, კვდებიო”. ხელები და ფეხები ცივი ჰქონდა. შეგვეშინდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ზუსტი დიაგნოზის დასმა რთული იყო, თუმცა სიტუაციის დამძიმების შემდეგ აგვიხსნეს, რომ ეს მენინგიტი იყო და ამის მერე ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა”.

რესურსცენტრის ინფორმაციით, ეს ფაქტი მენინგოკოქცემიით არასრულწლოვნის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა მარნეულში, რის გამოც გარდაცვლილის კლასელების მშობლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სკოლაში კი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

mshoblebi.ge

იხილეთ ასევე

"რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ან ჭიაბერაშვილს არ მოსწონს რამე,მისი მოსაწონი შეუძლებელია რომ გავაკეთო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მექნება საშუალება, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე",-აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო: ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, გავაკეთო

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. დავით სერგეენკო კანონმდებლებს  სამინისტროს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშის და 2018 …