მთავარი » ჯანდაცვა » მენინგოკოკური ინფექციით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
არაერთი რეფორმის განხორციელების შედეგად ინტრავენული ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

მენინგოკოკური ინფექციით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ჯონი ჯანაშიას განცხადებით, მშობლებმა ბავშვის ჩამოყვანა დააგვიანეს.

„უმძიმესი მდგომარეობა იყო, ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, დღეს დილით, 05:00 საათზე გარდაიცვალა. კლინიკაში რომ მოიყვანეს, ფაქტიურად მენინგოკოკური სისხლჩაქცევები სხეულზე უკვე მოდებული იყო“, – განაცხადა ჯონი ჯანაშიამ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ნიჟარაძის თქმით, 4 წლის ბიჭი ბათუმის „დედათა და ბავშვთა“ ცენტრში 8 მარტს მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში ყოვეწლიურად მენინგოკოკური ინფექციის ერთეული შემთხევევა ფიქსირდება. ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს – სამი, 2015 წელს – ორი, 2016 წელს ერთი და მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

imedinews.ge

იხილეთ ასევე

ნერვიულობაც კი შესაძლოა გულის შეტევის მიზეზი გახდეს, ამიტომ თუკი ამგვარი ფაქტის მომსწრე გახდებით, კარგიოლოგის რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ.

პირველადი დახმარება გულის შეტევის დროს – რჩევები

მგზავრობისას, წვეულებაზე, თუნდაც სახლში, გულის შეტევისგან არავინ არავითარ გარემოში არ არის დაზღვეული. უბრალო ნერვიულობაც კი …