მთავარი » რეფორმები » საყოველთაო ჯანდაცვა » მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად ანაზღაურდა – ჯანდაცვის სამინისტრო
მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად ანაზღაურდა – ჯანდაცვის სამინისტრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა, მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა.

უწყების ცნობით, ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.

„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა. დაზარალებულების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილს კი სამედიცინო მომსახურება ამბულატორიულად გაეწია. მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია.

დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული პირები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში პირადად მოინახულა. მინისტრმა იმთავითვე განაცხადა, რომ მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად დაფინანსდებოდა. პირველივე დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან.

პაციენტთა იდენტიფიცირება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

medianews.ge

იხილეთ ასევე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებით და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ამოქმედა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ამოქმედა ►სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა …