მთავარი » რეფორმები » საყოველთაო ჯანდაცვა » მომავალი წლიდან კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახვედრად ახალი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ
მომავალი წლიდან კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახვედრად ახალი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ

მომავალი წლიდან კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახვედრად ახალი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ

სამედიცინო დაწესებულებებთან სელექტიური კონტრაქტირების პირობები იცვლება. ამის შესახებ სადაზღვევო საკითხებში ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ლაშა ნიკოლაძემ დავით სერგეენკოსა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ თქვა.

ცვლილებები მომავალი წლიდან ამოქმედდება. სელექტიური კონტრაქტირების წესი ყველა სამედიცინო დაწესებულებაზე გავრცელდება. ნიკოლაძის თქმით, კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება მოუწევთ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახვედრად, სავარაუდოდ იანვრისთვის გახდება ცნობილი.

თუკი კლინიკა კონტრაქტით გათვალსიწენებულ მოთხოვნას დაარღვევს, მას გაფრთხილებას მისცემენ. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ის ამოვარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან.

„სელექტიური კონტრაქტირების პირველი ეტაპი დაწყებულია, ის შეეხება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ნაწილს და იქ მიღებული გამოცდილება როგორც ხარისხობრივ, ასევე ადმინისტრაციული დარღვევების ნაწილში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სხვა მიმართულების სამედიცინო სერვისების დაფინანასების დროს.

ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც მინისტრმა განსაკუთრებით გამოკვეთა, არის ის, რომ თუ ერთი და იმავე ტიპის დარღვევებს კლინიკა სისტემატურად იმეორებს, მას მიეცემა გაფრთხილება და, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის კონტრაქტიდან გარკვეული პერიოდით ამოიღონ.

თუ, მაგალითად, სამედიცინო ადმინისტრირებაში გარკვეული მომწოდებლები იქცევიან არასამართლიანად, ვთქვათ, იწვევს გარკვეულ ეჭვებს, რომ ხელოვნურად ხდება ფასების მიწერა, რაღაც ინფორმაციის დამალვა, არასწორი ან არადროული მოწოდება, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, სამედიცინო დაწესებულებები შეზღუდული იყვნენ საყოველთაო ჯანდაცვასთან კონტრაქტით“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

კონტრაქტის გაწყვეტის მიუხედავად, კლინიკებს ლიცენზიას არ ჩამოართმევენ და ისინი ჩვეულებრივად გააგრძელებენ საქმიანობას.

ნიკოლაძის განმარტებით, წესები როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის, ასევე ადმინისტრაციული დარღვევების მიმართულებით შემუშავდება.

medianews.ge

იხილეთ ასევე

დღეიდან ძალაში შევიდა რეფორმების რიგით მე-3 მნიშვნელოვანი ეტაპი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს სწორად ინფორმირებული.

დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შევიდა რეფორმების რიგით მე-3 მნიშვნელოვანი ეტაპი …