მთავარი » შრომა » მთავრობა შშმ და სსსმ პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას მოახდენს
მთავრობა შშმ და სსსმ პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას მოახდენს

მთავრობა შშმ და სსსმ პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას მოახდენს

მთავრობამ 676- ათას ლარიანი დასაქმების პროგრამა დაამტკიცა.

მთავრობა შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას მოახდენს.

კერძოდ საუბარია შრომის ანაზღაურების 50%-იან დაფინანსებაზე, თუმცა, ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება 460 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება, სუბსიდირების ვადებს ის, მხოლოდ 4 თვით განისაზღვრება.

გარდა ამისა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დასაქმების ფორუმების მოწყობა , შრომის ბაზრის მართვის სისტემის www.worknet.gov.ge განვითარება, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, კვლევების და მონიტორინგის ჩატარება წელიწადში ერთხელ და სხვა.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

დღეს, ექსპო ჯორჯიაში მესამე პავილიონში,GWP – ის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელშეწყობით, დასაქმების ფორუმი გამართა.

ექსპო ჯორჯიაში GWP -ის დასაქმების ფორუმი გაიმართა

დღეს, ექსპო ჯორჯიაში მესამე პავილიონში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელშეწყობით, დასაქმების …