მთავარი » ჯანდაცვა » სამინისტრო » მთავრობის დადგენილება არ შეიცვლება, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, ეს საკითხი დაივიწყონ
“მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, ეს საკითხი დაივიწყონ“, - აღნიშნა სერგეენკომ.

მთავრობის დადგენილება არ შეიცვლება, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, ეს საკითხი დაივიწყონ

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კერძო დაზღვევის მქონე პირების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან გამიჯვნის საკითხები კიდევ ერთხელ განმარტა.

მისი თქმით, კერძო დაზღვევის მქონე პირები შესაბამისი ბაზების არარსებობის გამო, დისკრიმინირებული იყვნენ.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო საჭიროებაზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სისტემაზე გადადის.

„2013 წელს ითქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ მან, ვისაც 2013 პირველი ივლისის მონაცემებით არ აქვს კერძო დაზღვევა. იმის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ვისაც პირველ ივლისს არ ჰქონდა კერძო დაზღვევა, შეიძინა მერე, მაგრამ საყოველთაოში მონაწილეობის პრივილეგია დარჩა, რადგანაც ბაზების განახლება არ მოხდა.

მეორე მხრივ, მათ ვისაც 2013 წლის პირველ ივლისს კერძო დაზღვევა ჰქონდათ და შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ვეღარ გახდა, შემდგომში ეს კერძო დაზღვევა დაკარგა და საყოველთო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი ვეღარ შეიძინა. ჩვენ მათ მივეცით ის პრივილეგია, რომ მინიმალური, მაგრამ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისებით ესარგებლათ. ასეთი კი, საქართველოს 115 000-მდე მოქალაქე, რომელიც ამ ბაზების განუახლებლობის გამო, აშკარად, დისკრიმინირებული არიან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ დავალება, რომ განახლებული ბაზები 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით წარადგინონ, რისთვისაც ბოლო ვადა 23 თებერვალია.

“მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, ეს საკითხი დაივიწყონ“, – აღნიშნა სერგეენკომ.

სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოს მთავრობის მიერ 9 თებერვალს მიღებული N73-ე დადგენილების გაუქმებას ითხოვს.

info9.ge

იხილეთ ასევე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და ადგილობრივებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ჯანდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში აღნიშნა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის …