მთავარი » რეფორმები » პირველადი ჯანდაცვა » ნატა არევაძე: სტაციონარში ექიმის ანაზღაურება 2000-2500 ლარია, ოჯახის ექიმს კი მხოლოდ 300 ლარი აქვს
კანონში უნდა ჩაიდოს, რომ საარსებო მინიმუმი მაინც იყოს ექიმის ანაზღაურება და დაწესებულების ხელმძღვანელს არ უნდა ჰქონდეს მანიპულირების საშუალება.

ნატა არევაძე: სტაციონარში ექიმის ანაზღაურება 2000-2500 ლარია, ოჯახის ექიმს კი მხოლოდ 300 ლარი აქვს

ექიმი თერაპევტი, ნევროპათოლოგი ნატა არევაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე გვესაუბრა:

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ეს რგოლი უნდა გახდეს ყველაზე სრულყოფილი, რადგან მას უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აკისრია. ბუნებრივია, პრობლემებიც არის ამ რგოლში.

პრაქტიკულად, პირველად რგოლში  კლინიკების ხელმძღვანელები წყვეტენ, რამდენი ექნება ანაზღაურება ექიმებს. ეს არასწორი მიდგომაა და ამას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. სტაციონარში ექიმის ანაზღაურება  2000-2500 ლარია და რატომ აქვს ოჯახის ექიმს მხოლოდ 300 ლარი, ხოლო სპეციალისტს 30-40 ლარი?

კანონში უნდა ჩაიდოს, რომ საარსებო მინიმუმი მაინც იყოს ექიმის ხელფასი და დაწესებულების ხელმძღვანელს არ უნდა ჰქონდეს მანიპულირების საშუალება. ამას, პრაქტიკულად, შრომითი ტრეფიკინგი ჰქვია. მთელ რეფორმაში ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც აუცილებლად გადასაჭრელია.

რაც შეეხება ამბულატორიების მდგომარეობას, როგორც ვიცი, ქვეყნის მასშტაბით ოთხმოცი ახალი ამბულატორია ამოქმედდა. ამ მხრივ, თბილისშიც ნორმალური სიტუაციაა. პირველადი მოხმარების აღჭურვილობახელმისაწვდომია, როგორც ვიცი. ამასთანავე, სასურველია,პირველადი გამოკვლევებისათვის ანალიზების ლაბორატორიული შემოწმებაც ადგილზე ხდებოდეს“, – განაცხადა ნატა არევაძემ.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსი სამედიცინო დონის ამაღლების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში აქტივობებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსი საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

16 აპრილს, სასტუმრო “რადისონში” პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე საერთაშორისო დონის კონფერენცია გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს …