მთავარი » ჯანდაცვა » NCDC იმუნიზაციის საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს და საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს
(NCDC) იმუნიზაციის პროგრამისადმი მოსახლეობის სკეპტიკური განწყობის გასანეიტრალებლად საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს და საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს.

NCDC იმუნიზაციის საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს და საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) იმუნიზაციის პროგრამისადმი მოსახლეობის სკეპტიკური განწყობის გასანეიტრალებლად საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს და საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს.

სავალდებულო აცრებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების მავნებლობის საკითხებზე ექიმებმა და მკვლევარებმა იმუნიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ გაფართოებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ძირითად დაავადებებეზე აცრის უპირობო საჭიროებაზე განაცხადეს და მშობლების რეზისტენტული ნაწილის უპსაუხიმსგლობაზე მიანიშნეს, რადგან იმუნიზაციის არასრული დაფარვა ნიშნავს რისკების დაავადებების ზრდას და უფრო მეტი ჯანმრთელი ბავშვის დაავადების ალბათობას.

ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ საგანმანათლებო კამპანია unicef-თან ერთად ჩატარდება. მოზარდებში მიმდინარეობს შემეცნებიუთი პროგრამა, რომლის ფარგლებში მოსწავლეები თავად ამზადებენ პრეზენტაციებს იმუნიზაციის საჭიროებებსა და დაავადებებების სიმპტომებზე მათ შორის არის DT ვაქცინაცია (დიფტერია, ტეტანუსი), რომელიც 14 წლის ასაკში უტარდებათ ბავშვებს და ცნობადობა ქვეყანაში საკმაოდ დაბალია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველაზე სკეპტიკურად ვაქცინაციისადმი ცენტრალურ ქალაქებში არიან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქუთაისსა და თბილისში, სადაც შემჩნეულია ექიმების ჩართულობა, მცდარი ინფორმაციის გავრცელება ვაქცინის კომერციულ და სახელმწიფო პროგრამის თითქოსდა არასაიმედოობასთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმზღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 2015 წლიდან საქართველოში მხოლოდ ერთი ტიპის ვაქცინა შემოდის, რომლის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადასტურებული და მშობლის გადაწყვეტილება კომერციულ ვაქცინაციაზე განპირობებულია ან უცოდინრობით ან უკეთესი მომსახურების მიღების სურვილით.

ამ დროისთვის ყველაზე მაღალი დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი აქვს აჭარას, სადაც სახელმწიფო პროგრამის გარდა სხვასხვა დაინეტერესებული ჯგუფის პროგრამაც მოქმედებს.

დამოკიდებულება და აღქმა რაიონებში განსხვავებულია, ყველაზე მეტად გაგებით და მეტი გონიერებით ბოლო წლების პრაქტიკის მიხედვით, კახეთი გამოირჩევა. იმნაძეს მაგალითად რამდენიმე შემთხვევა მოჰყავს, კახეთის მაგალითზე 90-იან წლებში ბავშვის გარდაცვალების შემთხვევას იხსნებს, როდესაც მოსახლეობამ ექიმი დაიცვა, საპირისპირო შემთხვევა მოხდა სამეგრელოში, როდესაც ლატალური შემთხვევა მოსახლეობამ ექიმს დააბრალა.

რაც შეეხება იმუნიზაციისადმი ცენტრალურ ქალაქებში არსებულ სკეპტიკური დამოკიდებულებას, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, მაგალითად საფრანგეთი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ქალაქები სახელდება.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ იმუნიზაციაში ჩართვა შესაძლოა სავალდებულოც გახდეს. მსგავსი მცდელობა რამდენჯერმა კრახით დასრულა. თუმცა იმნაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშორთან ასოცირების ხელშეკრულება ამ ცვლილებებს ბიძგს მისცემს.

bpi.ge

იხილეთ ასევე

დღეს სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებაზე დასასწრებად გორში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩავიდა.

სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს

დღეს სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებაზე დასასწრებად გორში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. მასთან ერთად …