მთავარი » სოციალური » ოჯახი, რომელსაც თქვენი დახმარების გარეშე მომავალი არ აქვს
20171212120835695497047

ოჯახი, რომელსაც თქვენი დახმარების გარეშე მომავალი არ აქვს

დაეხმარეთ დედას, სნეულ მამასა და 5 მცირეწლოვანს. ეს მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა!

ეს ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში ცხოვრობს, სრულ სიღატაკესა და სიმწარეში. ერთ უბედურებას მეორე ანაცვლებს და უთვალავ პრობლემას ბოლო არ უჩანს, პირიქით – სიტუაცია ყველამხრივ სულ უფრო და უფრო მძიმდება.

34 წლის მერი ჯამაძე 5 შვილის დედაა. ყველაზე უფროსი – მაია, ახლა თექვსმეტი წლისაა, ელგუჯა, ნინო და ჯემალი შესაბამისად – ცამეტი, თორმეტი და რვა წლის, ხოლო ყველაზე უმცროსს – ლაზარეს, ახლახან 2 წელი შეუსრულდა.

მერი და მისი მეუღლე მამუკა ოცნებობდნენ, რომ დიდი და ბედნიერი ოჯახი შეექმნათ. ადრე დაქორწინდნენ, შეიძინეს პატარა სახლი, დაიწყეს მუშაობა, ქმარი – ავტოპროფილაქტიკაში, ცოლი – ქალაქის დასუფთავების სამსახურში. ცხოვრობდნენ ღარიბულად, მაგრამ იმედს არ კარგავდნენ, დაუღალავად შრომობდნენ და ზრდიდნენ შვილებს.

შეუღლებიდან 4 წლის შემდეგ, მათ ოჯახს უეცრად უბედურება დაატყდა თავს – შეეძინათ ბიჭი, რომელსაც დაუდგინეს ფსიქიკური დაავადება. ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე დააყენეს, თუმცა დედას სამსახურის მიტოვება მოუხდა, რადგან ბავშვი 24-საათიან მოვლას საჭიროებდა…

ფსიქიკური დარღვევებით დაავადებული შვილის დაბადება ოჯახისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ მამუკამ და მერიმ არ ჩამოუშვეს ხელები, განაგრძობდნენ შვილების აღზრდას, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათ საჭმელი ჰქონოდათ, ხოლო სახლში – სითბო.

ასე გრძელდებოდა 2012 წლამდე, როდესაც მამუკას გულის შეტევა მოუვიდა და ინფარქტი გადაიტანა. მძიმე სამუშაომ და მუდმივმა სტრესმა თავი იჩინა. ექიმებმა აუკრძალეს ახალგაზრდა კაცს ფიზიკური შრომა და, შესაბამისად, ცომაიების ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.

გადარჩენის მიზნით, მამუკამ და მერიმ დაიწყეს წლობით ნაშრომის გაყიდვა, რათა როგორმე შეენახათ თავი, დახმარება ხომ არსაიდან ჩანდა… ბავშვები ხშირად შიმშილობდნენ, დაიწყეს სკოლაში გაკვეთილების გაცდენა, ავადმყოფობა, უფროსი ქალიშვილი კი – ძალადობის მსხვერპლი გახდა. იგი მოიტაცა მასზე ბევრად უფროსმა მამაკაცმა, სცემა და გადასდო ტუბერკულოზური ინფექცია, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებდა…

დღეს ცომაიების ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. თავად განსაჯეთ: 7 ადამიანი ცხოვრობს ბარაკის ერთ ოთახში, რომლის კედლები და ჭერი გაბზარულია, ხოლო სახურავიდან წვიმა ჩამოდის, საწოლები ლამის დაიშალოს, სხვა სახის ავეჯი არც დარჩათ, წყალს ქუჩიდან ეზიდებიან, ჭურჭელი დაიჟანგა და გამოუსადეგარია ხმარებისთვის, ხოლო ტუალეტი, რომელსაც პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს ეს სიტყვა, ეზოში მდებარეობს…

ცომაიების ოჯახი ცხოვრობს მიზერული სოციალური შემწეობის იმედად, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე ჰყოფნით, შემდეგ კი, ფაქტობრივად, შიმშილობენ.

ორი წლის წინათ მერიმ ბანკში სესხი აიღო, რათა დაეფარა მეუღლის მკურნალობა, თუმცა თანხის ეტაპობრივი დაფარვა ვერ შეძლო და მისი საცხოვრებელი გაიყიდა. როდესაც ბარაკის ახალმა მეპატრონემ საკუთარი თვალით იხილა ცომაიების ოჯახში შექმნილი ვითარება, ვერ გაიმეტა ისინი გამოსახლებისთვის და რამდენიმე თვის ცხოვრების ნება დართო, თუმცა რა იქნება შემდეგ?

მეგობრებო, არ იქნება მართებული, რომ დავრჩეთ გულგრილნი ამ ოჯახის მიმართ და თვალი დავხუჭოთ მათ პრობლემებზე, უბედურებებზე, რომლებიც უკან არ იხევს. ნათელია, რომ თუ ასე გაგრძელდა, მომავალში ცომაიების ოჯახს ახალი გასაჭირი ელით…

თუ თქვენ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ დედას, სნეულ მამასა და 5 შვილს, შეგიძლიათ მიაწოდოთ მათ მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები ან მათი დახმარების მიზნით გადარიცხოთ თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ცომაიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/237-tsomaia/

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpayиExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება”, აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.

მეგობრებო, არ დარჩეთ გულგრილნი! ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი დახმარება, უბრალოდ, აუცილებელია!

pia.ge

იხილეთ ასევე

კომპანია "ნატახტარი" გააგრძელებს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას მანამდე, ვიდრე ამ ტიპის დახმარების აუცილებლობა იქნება საზოგადოებაში", - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა

იზრუნე მომავალზე – “ფონდი ნატახტარი” თანხის შეგროვების მეექვსე ტალღას იწყებს

“ფონდი ნატახტარის” თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან …