მთავარი » ჯანდაცვა » პაციენტისთვის საჭიროზე მეტი წამლის დანიშვნის პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად ვმუშაობთ
დავით სერგეენკომ მედიასთან პოლიპრაგმაზიასთან დაკავშირებით ისუბრა, რაც გულისხმობს ექიმის მიერ პაციენტისთვის იმაზე მეტი მედიკამენტის გამოწერას, ვიდრე მას ეს სჭირდება.

პაციენტისთვის საჭიროზე მეტი წამლის დანიშვნის პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად ვმუშაობთ

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიასთან პოლიპრაგმაზიასთან დაკავშირებით ისუბრა, რაც გულისხმობს ექიმის მიერ პაციენტისთვის იმაზე მეტი მედიკამენტის გამოწერას, ვიდრე მას ეს სჭირდება.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ნაწილობრივ მარკეტინგული ინტერესები, ნაწილობრი თავის დაზღვევა ექიმის მიერ, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს.

მინისტრი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს:

“ზოგადად გლობალურ მედიცინაში არსებობს ასეთი მცნება, რომელსაც პოლიპრაგმაზია ჰქვია, როდესაც იმაზე მეტს წამსლს უწერენ ექიმები პაციენტებს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. ამას თავისი ინტერესები აქვს.მაწილობრივ გარკვეული მარკეტინგული ინტერესები, ნაწილობრივ თავის დაზღვევა ექიმის მიერ, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს.ეს მიმართულება ჩვენთვის უცხო არ არის და გარწმუნებთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს”,-განაცხადა სერგეენკომ.

epn.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაში კარდინალურად არაფერია შესაცვლელი.

სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაში კარდინალურად არაფერია შესაცვლელი. “ცალსახად გიდასტურებთ, რომ ეს არის …