მთავარი » დაზღვევა » პირი, რომელიც კერძო დაზღვევას დაკარგავს, მოკლე დროში ჩაერთვება საყოველთაოში
წინა წლებში ასეთი ადამაინების მიმართ იყო დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ისინი კერძო დაზღვევას კარგავდნენ, ვერ ხდებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები.

პირი, რომელიც კერძო დაზღვევას დაკარგავს, მოკლე დროში ჩაერთვება საყოველთაოში

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც სადაზღვევო ინდუსტრიებს, კლინიკებს და ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევო ბაზებზე ონლაინ წვდომა ექნებათ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, პირს, რომელიც კერძო დაზღვევას დაკარგავს, მოკლე ვადაში ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო ბაზები არა არაერთჯერადად განახლდება, არამედ როგორც სადაზღვევო ინდუსტრიებს, კლინიკებს და ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ წვდომა ექნებათ. ადამიანი, რომელიც რაიმე მიზეზით დაკარგავს კერძო სადაზღვევო პაკეტს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მოკლე ვადაში ჩაერთოს სრულყოფილ პაკეტში“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

როგორც მინისტრი ამბობს, წინა წლებში ასეთი ადამაინების მიმართ იყო დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ისინი კერძო დაზღვევას კარგავდნენ, ვერ ხდებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები.

დავით სერგეენკო ამაში სადაზღვევო კომპანიებს ადანაშაულებს, რომელბიც მისი თქმით, მონაცემების მიწოდებად აგვიანებდნენ.

თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა 2017 წლის მაისიდან მოგვარდა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ბენეფიციართა გამიჯნვა მოხდა შემოსავლის მიხედვით, რაც მათ კომპანიებზე დადებითად აისახება.

დავით სერგეენკო სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის …