მთავარი » ჯანდაცვა » პირველადი დახმარება გულის შეტევის დროს – რჩევები
ნერვიულობაც კი შესაძლოა გულის შეტევის მიზეზი გახდეს, ამიტომ თუკი ამგვარი ფაქტის მომსწრე გახდებით, კარგიოლოგის რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ.

პირველადი დახმარება გულის შეტევის დროს – რჩევები

მგზავრობისას, წვეულებაზე, თუნდაც სახლში, გულის შეტევისგან არავინ არავითარ გარემოში არ არის დაზღვეული.

უბრალო ნერვიულობაც კი შესაძლოა გულის შეტევის მიზეზი გახდეს, ამიტომ თუკი ამგვარი ფაქტის მომსწრე გახდებით, კარგიოლოგის ეს მარტივი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ.

“პრაიმტაიმისთვის” თერაპევტი და კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი ისაუბრებს, თუ როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება გულის შეტევის მქონე ადამიანს.

ხათუნა ბერინაშვილი: ყველაზე რთული და სერიოზული შეტევა არის ტკივილი გულის არეში. ეს არის ყველაზე სერიოზული საფრთხე. გულის შეტევის დროს, თუ ეს შეტევა პირველია, პაციენტი აუცილებლად მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა გადავიდეს, უნდა წამოწვეს და პირველ რიგში, არტერიული წნევა გაუკონტროლდეს. შემდეგ კი,  წნევის კორეგირება, ექიმთან დროულად დაკავშირება და ელექტრო-კარდიოგრაფიული შემოწმება უნდა მოხდეს.

-თუ ადამიანს უკვე დადგენილი აქვს სტენოკარდია და დიაგნოსტირებული, ამ დროს ემართება გულის არეში ტკივილიანი შეტევა, რასთან გასამკლავებლადაც აქვს მიტროგლიცინის აბი ან შესასხურებელი, რაც ამგვარი დაავადების მატარებელ ადამიანს აუცილებლად თან უნდა დაჰქონდეს.

-თუ აღნიშნული შეტევა ნერვიულობის ფონზე ხდება და არის ტაქიკარდია, გულის ფრიალი ან აჩქარება, ამ დროს პაციენტისთვის პირველადი დახმარება სიმშვიდის შენარჩუნება და  წნევის გაზომვაა. ხოლო თუ შეტევა რაიმე სტრესით ან პათოლოგიითაა გამოწვეული, შესაძლებელია, უბრალო დამაწყნარებლების: კორსიზის, კორვალორის ან მსგავსი მედიკანებტების ფონზე მოიხსნას. მაგრამ ტკივილი გულის არეში ექიმის ყურადღების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს.

-ნერვიულობის ნიადაგზე გულის არეში ტკივილი ნაკლებად შეინიშნება, ეს არის არა უბრალოდ ნერვიულობის, სტრესის ან ემოციის ფონზე გამოწვეული, არამედ უკვე ძალიან სერიოზული დაავადების ან პათოლოგიის ნიშანი.

primetime.ge

იხილეთ ასევე

დოკუმენტი წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მედიცინისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს …