მთავარი » ჯანდაცვა » პარლამენტი » პრემიერის გადაწყვეტილებით ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა იწყება
ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე,პრიორიტეტებად უფრო მეტად უნდა გამოვკვეთოთ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ხარისხზე გავაკეთოთ აქცენტი.

პრემიერის გადაწყვეტილებით ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა იწყება

პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს თხოვნით მიმართა, რომ პაციენტებისთვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კლინიკების მენეჯმენტთან აქტიურად ითანამშრომლოს, რათა კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა მოხდეს.

„გასული წლების განმავლობაში ჩვენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით, რათა ჩვენი მოქალაქეებისათვის უზრუნველგვეყო ის მომსახურებები, რომლებსაც ისინი დღეს ღებულობენ. ეს იყო უდიდესი შეღავათი და წარმატებული რეფორმა, რომელსაც დღეს არაერთი ქვეყანა სწავლობს ჩვენს მაგალითზე.

დღეს ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, პრიორიტეტებად უფრო მეტად უნდა გამოვკვეთოთ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ხარისხზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი.

ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე ახალი ეტაპის რეფორმები, რომლის განხორციელებაც საჭიროებს უფრო პროაქტიულ ჩართულობას ჩვენი მოქალქეების მოსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ამიტომ მინდა ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო, რომ აქტიურად იმუშაოთ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოახდინოთ კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებები, ასევე სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთვაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იხილეთ ასევე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიან, 2030 წლამდე განვითარების ხედვაზე მსჯელობს.

2030 წლამდე ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარების ხედვაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მსჯელობს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიან, 2030 წლამდე განვითარების …