მთავარი » შრომა » პროფესიული სწავლების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ
დასრულდა რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა - 8500-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი.

პროფესიული სწავლების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ

დასრულდა რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა – 8500-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი.

ამ მიმართულების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიული განათლების მიღებას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დასაქმების მაჩვენებელიც პროფესიულ სასწავლებლებში უკვე ძალიან მაღალია, არის ბევრი სასწავლებელი, სადაც 95%-ზე მაღალია დასაქმების მაჩვენებელი.

“ვფიქრობთ, პროფესიული სწავლების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ. მოხარული ვარ, რომ ეს მიმართულება გააქტიურდა, დუალური განათლების მექანიზმები ჩაირთო და დამსაქმებლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ პროფესიული განათლების პროგრამებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დუბაიში, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დღეს პირველად წარადგენს პროექტს – “ისწავლე საქართველოში”. ამ ახალ მიმართულებას ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ, ვინაიდან საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, რათა მოიზიდოს საერთაშორისო სტუდენტები.

ჩვენ წელს გავიხსენეთ მივიწყებული სიკეთე გაზაფხულის არდადეგების სახით.

რაოდენ სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტროს თაოსნობით და სპორტისა და ეკონომიკის სამინისტროების თანამონაწილეობით, 600-მდე მოსწავლემ, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ სოფლის მცირე სკოლებს, სადაც 30-ზე ნაკლები მოსწავლე სწავლობს, წელს არდადეგები გაატარა ბაკურიანში. უმეტესად ესენი არიან ის ადამიანები,რომლებიც სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, ვერ მიემგზავრებიან ზამთრის კურორტებზე.

ჩვენ გვინდა რომ, პირველ რიგში, გავაჯანმრთელოთ ჩვენი მომავალი თაობა და, რა თქმა უნდა, ისინი გაიზრდებიან მომავალ მომხმარებლებად იმ სიკეთის, რასაც ზამთრის ტურიზმი ჰქვია”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა.

bm.ge

იხილეთ ასევე

25 ივნისს, თბილისში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის მიზანია დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას.

კვირას ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

25 ივნისს, თბილისში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის მიზანია დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, სამუშაოს მაძიებლების …