მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » ქალაქ ოზურგეთში C ჰეპატიტის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება
ქალაქ ოზურგეთში C ჰეპატიტის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება

ქალაქ ოზურგეთში C ჰეპატიტის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება

ქალაქ ოზურგეთში, მალე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება, რომელიც არამარტო ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ c ჰეპატიტის ვირუსის მქონე პაციენტებს მოემსახურება, არამედ გურიის რეგიონის მასშტაბით იფუნქციონირებს.

ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობის კურსის ჩატარება,- ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ოფიციალურ “ფეისბუქის” გვერდზეა განთავსებული.

აღნიშნული ცენტრი ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ მოინახულეს.

ამ დრომდე, ბენეფიციარებს კვლევების ჩატარება სხვადსხვა ქალაქებში უწევდათ. სწორედ ამიტომ, ქალაქის მერის ინიციატივითა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის უშუალო მხარდაჭერით, ლაბორატორია ქალაქ ოზურგეთშიც გაიხსნება.

“მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, საშუალება მიეცემათ, რომ C ჰეპატიტის ვირუსთან დაკავშირებული კვლევები ადგილზე ჩაიტარონ.

ამ საჭირო საქმის განხორციელებაში დახმარება ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ გაგვიწია, რომელიც მოგეხსენებათ, რომ თავად იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დანერგვის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.

მოხარული ვარ, რომ ბენეფიციარები ადგილზე შეძლებენ კვლევებისა და მკურნალობისათვის საჭირო სერვისებით სარგებლობას.“- განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

ქალაქ ოზურგეთის მერია, C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის კვლევის დაფინანსების პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, დღემდე, დახმარება ოთხასამდე პაციენტს გაეწია.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

C ჰეპატიტის პროგრამის შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით …