მთავარი » ჯანდაცვა » ქართველმა ახალგაზრდამ შშმ პირებისთვის ინოვაციური ეტლი შექმნა
დემირელის კოლეჯის მოსწავლე კარლო ხუციშვილი საზოგადოებას კიდევ ერთ ინოვაციურ გამოგონებას სთავაზობს. Non stop – ასე ეწოდება მოდერნიზირებულ ეტლს.

ქართველმა ახალგაზრდამ შშმ პირებისთვის ინოვაციური ეტლი შექმნა

დემირელის კოლეჯის მოსწავლე კარლო ხუციშვილი საზოგადოებას კიდევ ერთ ინოვაციურ გამოგონებას სთავაზობს. Non stop – ასე ეწოდება მოდერნიზირებულ ეტლს, რომელიც მეთორმეტე კლასელმა ინოვატორმა შექმნა.

კარლო ხუციშვილმა ახალი პროექტი თავის მეგობრებთან, ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდებთან ერთად შექმნა და მილენიუმი გამომგონებელთა პროექტის ფინალშიც მოხვდა.

პროექტი Non Stop – შშმპ ეტლების უსაზღვრო შესაძლებლობების სრულიად ახალი მოდელია. მასზე კარლომ ნინო აბელაშვილთან ერთად იმუშავა. ახალტექნოლოგიური  გამოგონება ეტლით მოსარგებლეთათვისაა შექმნილი, რომლის საშუალებითაც შშმ პირები ფაქტობრივად “შეუჩერებლად”-დაბრკოლებების სწრაფი გადალახვით შეძლებენ გადაადგილებას და დანიშნულების ადგილის მიღწევას.

ახალი გამოგონების  საშუალებით, შესაძლებელია ეტლით მოსარგებლისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება სხვისი დახმარების გარეშე. იგი იძლევა გზის კონტროლის და ეტლის ამინდის შესაბამისად ადაპტირების საშუალებასაც. ამასთან, აღნიშნული პროექტით შეიძლება ეტლის მორგება ხელის მტევნის პრობლემის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირებზე. მნიშვნელოვანია ისი, რომ სპეციალური პროგრამა და GPS აგვარებს პარკირების პრობლემას.

ახალგაზრდების პროექტისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია  და გამომგონებლების შემდგომი ეტაპი ინოვაციური ეტლის მაქსიმალურად დახვეწა, გაუმჯობესება და ბიზნეს პარტნიორის მოძიებაა.

primetime.ge

იხილეთ ასევე

მომავალ წელს სამინისტრო 31 პროგრამას განახორციელებს, აქედან 7 ახალი პროგრამის ამოქმედება იგეგმება. ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი 12,805,515 ლარს შედგენს.

2018 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 ახალი პროგრამას განახორციელებს

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ აჭარის …