მთავარი » ჯანდაცვა » ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა.

ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა.

„ლჯ და კო – ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

მინისტრის განცხადებით, ეს არის პირველი რეალიზებული პროექტი კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ფორმატში. სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც ტუბერკულოზის, ისე სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობა და პაციენტთა შემდგომი ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი.

ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში 8 რეანიმაციული საწოლი და 6 ბოქსირებული პალატაა გამოყოფილი. ცენტრი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ადგილზე ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის მულტიპროფილური ლაბორატორიაა მოწყობილი. მისი საშუალებით, ბიოქიმიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი. ინფექციური ნარჩენების თერმულად დასამუშავებლად კი, თანამედროვე ინსინერატორია მოწყობილი.

სამედიცინო მიმართულებასთან ერთად კლინიკას სასწავლო ფუნქციაც ექნება. ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ქართველი და მოწვეული უცხოელი სპეციალისტები რეგიონში დასაქმებულ მედპერსონალს გადაამზადებს.

დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე ახალი კლინიკის მოსაწყობად ,,ლჯ და კომპანიამ“ 5 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა და ცენტრში 180 თანამშრომელი დასაქმდა.

ადგილზე სამედიცინო სერვისების მიღებას როგორც იმერეთის, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა შეძლებს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

მხარეებმა დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დასაძლევად

ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად ცენტრალური მთავრობის …