მთავარი » ინტერვიუ » რა დაავადებას იწვევს ჰიგიენური ნორმების დარღვევა? – ინტერვიუ ინფექციონისტთან
პირველ რიგში ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. საკვებად კარგად დამუშავებული და ხარისხიანი პროდუქტის გამოყენება და ზოგადად, იმუნიტეტის გაძლიერება.

რა დაავადებას იწვევს ჰიგიენური ნორმების დარღვევა? – ინტერვიუ ინფექციონისტთან

უმარტივესი პარაზიტული ცხოველი – ლამბლია, ვინაიდან თითქმის ყველგანაა გავრცელებული, ნებისმიერი ჩვენგანისთვის ლაბლიოზით, სხვანარად კი „ჭუჭყიანი ხელების“ დაავადებით დაინფიცირების დიდ რისკს იწვევს.

ამიტომ, თუკი ხშირად გიწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და  არაჰიგიენურ პირობებში, დაუბანელი ხელით „Fast food”-ის მიღება, შესაძლოა „ლამბლიოზით“ დაავადების მსხვერპლი გახდეთ.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა რა არის საჭირო იმისთვის, რომ ლამბლიოზით დაინფიცირების რისკი შევამციროთ და როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ამ დაავადების მსხვერპლი გავხდებით.

ექსკლუზიურად „პრაიმტაიმისთვის“ ინფექციონისტი მაიკო ჯანაშია ისაუბრებს:

-რა არის ლამბლიოზა და რა იწვევს მას

ლამბლიოზი არის პროტოზოული დაავადება, რომელსაც იწვევს ლამბლია (Lamblia Intestinalis Jiardia) . არსებობს ორი ფორმით: ვეგეტატური და ცისტური. ადამიანის ორგანიზმში ცისტური ფორმა ხვდება და მრავლდება. ამის შემდეგ კი ვითარდება დაავადება. დიდი ალბათობით, ჰიგიენის წესების დარღვევის შემთხვავაში ხდება მისით დაინფიცირება. ასევე შეიძლება გავრცელდეს წყლის და საკვების მიღებისასაც.

-როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლამბლიოზით არ დავინფიცირდეთ

პირველ რიგში ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. საკვებად კარგად დამუშავებული და ხარისხიანი პროდუქტის გამოყენება და ზოგადად, იმუნიტეტის გაძლიერება. როცა იმუნური სისტემა ძლიერია და კვება სრულფასოვანი, ლამბლიებისთვის არახელსაყრელი გარემო იქმნება და მათი გამრავლების ალბათობა დაბალია. აგრეთვე, საჭიროა ჩივილების გაჩენისთანავე ექიმის კონსულტაცია. რათა არ მოხდეს ჩამოყალიბება ქრონიკული ფორმის, რომლის მკურნალობა გაცილებით რთულია.

ვინაიდან, ლამბლიოზას მხოლოდ თავისთვის დამახასიათებელი, სპეციფიური სიმპტომები არ გააჩნია, ექიმთან ვიზიტის გარეშე მისი ამოცნობა არცთუ ისე იოლია. ამიტომ, როგორც ექიმი მაიკო აღნიშნავს, ნებისმიერი, კანთან თუ მუცლის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემა, გართულების თავიდან ასაცილებლად, ყურადღების მიქცევას დროულად საჭიროებს.

-რა სიმპტომებით ვლინდება ლამბლიოზა

შეიძლება ახლდეს: დისკომფორტი მუცლის არეში, მეტეორიზმი, მუცლის შებერვა, ტკივილი უპირატესად ჭიპის არეში, ფაღარათი ან ყაბზობა, უმადობა , საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ნადები ენაზე, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, დაბალი ტემპერატურა, ალერგიული გამონაყარი, უნებლიე მოძრაობები (ჰიპერკინეზები), ტიკები. ამ სიმპტომებიდან აუცილებელი არაა ყველა ახასიათებდეს , შეიძლება სახეზე მხოლოდ რამოდენიმე იყოს.

-მარტივად სამკურნალო დაავადებაა, თუ შეიძლება სერიოზული გართულებებიც მოყვეს?

ქრონიკული ლაბლიოზის დროს არის კანის სიფერმკრთალე . მშობლები ხშირად აღწერენ თუ როგორ ” გაფითრდა” ბავშვი უეცრად. ეს სისხლძარღვოვანი სპასმითაა გამოწვეული. ქრონიკულ ლამბლიოზის შორს წასულ სტადიაში ახასიათებს კანის მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა, უპირატესად კისრის, მუცლის და იღლიის ნაკეცებში.

-გამოდის, რომ ჩვეულებრივი სიპტომები აქვს, არასპეციფიური

დიახ, სიმპტომები არასპეციფიურია შედარებით მარტივი ფორმის, როცა ვლინდება მუცლის ტკივილით ან ფაღარათით , ასეთ შემთხევავში მშობელი უფრო ინფორმირებულია და ხშირად აკეთებს სპეციფიური გამოკვლევებს ე.წ “ჭიების” გამოსაკვლევად. ბავშვებში ხშირი ჩივილია უკანა ტანის ქავილი, ღამის საათებში ნერწყვდენა. გოგოებში ვულვო-ვაგინიტი(გარე სასქესო ორგანოების, ვულვის (ვულვიტი) და საშოს ლორწოვანი გარსის (ვაგინიტი) ანთებითი პროცესი).

-ზოგადად, მარტივად სამკურნალო დაავადებაა? თუ შეიძლება სერიოზული გართულებებიც მოყვეს?

საკმაოდ კარგად ექვემდებარება სპეციფიურ მკურნალობას. რაც შეეხება გართულებებს, ესენია: გაუვალობა, სიყვითლე, პანკრეატიტი, შეიძლება აპენდიციტიც. დაახლოებით 90-95 პროცენტში მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა. აუცილებლად უნდა მოხდეს რამოდენიმე თვის შემდეგ ანალიზების გადამოწმება. ვინაიდან, საკმაოდ ხშირად ახასიათებს რეციდივები (განმეორება).

–გარკვეული პერიოდი თუ არსებობს, რა დროშიც შეიძლება განმეორდეს?

მკურნალობიდან 3-4 თვეში უნდა გადამოწმდეს.

-გადამდები დაავადებაა?

დიახ, გადამდებია

-რა სახით გადადის?

ლამბლიები თითქმის ყველგანაა გავრცელებული. ლამბლიოზით დაავადებული ადამიანი, განავალთან ერთად დიდი რაოდენობით გამოყოფს ცისტებს, რომლებიც ნესტიან გარემოში 3 თვეს ძლებენ. თუ ასეთ დაბინძურებულ საყოფაცხოვებო ნივთებს შევეხებით და ხელს არ დავიბანთ, ინფიცირება დიდი წარმატებით შეიძლება მოხდეს.

-ყველაზე ხშირად რომელი ასაკის ადამიანებში ვრცელდება?

სასკოლო ასაკის ბავშვებში და 7-8 წლამდე, როცა ყველაზე მეტად ირღვევა ჰიგიენის ნორმები.

–პერიოდული დაავადება თუ არის, ანუ წელიდაწის რომელიმე დროს განსაკუთრებით ხომ არ მძვინვარებს შედარებით ხშირად გვხვდება ზაფხულში.

-თუ ხშირად გვიწევს გარეთ ყოფნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ლამბლიოზის გაჩენის რისკი უფრო დიდია? თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

რათქმაუნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველთვის უნდა განვიხილოთ მსგავსი იმფექციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელობან წყაროდ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელების ხშირი დაბანვა ძალიან დიდი პრევენციაა ამ ტიპის დაავადებებისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია მწვანილების და ხილის კარგად დამუშავება, გამდინარე წყალში დიდი ხანი გარეცხვა.

-პროფილაქტიკისთვის თუ შეიძლება სველი სალფეთქის ან რაიმე შესაბამისი სითხის გამოყენება, რითიც ზედმეტი ბაქტერიებისგან ხელის გაწმენდას შევძლებთ.

თუ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩდებით რომ ვერ ვახერხებთ გამდინარე წყლით ხელების დაბანვას,  რეკომენდირებულია მინიმუმ ანტიბაქტერიული სველი სალფეთქების და სპეციალური ხსნარებით ხელების დამუშავება, რომელიც საკმაოდ მრავლადაა ქართულ ბაზარზე.

-რომელიმე ასაკში თუ არის ყველაზე საშიში მისი გაჩენა, თუ ყველასთვის ერთნაირი საფრთხის შემცველია

უფრო მეტას მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და იმათთვის, რომელთაც აქვთ მძიმე პრემორბიდული ფონი, (წინა პერიოდში გადატანილ დაავადებებისა და ზოგადად, ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე მძიმე პათოლოგია) რომელიც ყოველთვის საყურადღებოა. ასევე, როცა არის რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება და ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემა.

ექიმი განმარტავს, რომ ლამბლიოზის მკურნალობა მედიცინის დახმარებით უფრო კეთილსაიმედოა, თუმცა არც ხალხურ მედიცინას უარყოფს და რამდენიმე მარტივ, ხალხური მეთოდით მკურნალობის მეთოდს გვთავაზობს.

-დღესდღეობით, ამ ეტაპზე რამდენადაა ეს დაავადება გავრცელებული და თუ ფიქსირდება ლამბლიოზით დაავადებულთა ბევრი გართულებული შემთხვევა

დიახ, საკმაოდ ხშირად გვხვდება. გართულებული შემთხვევა შედარებით იშვიათად, მაგრამ  პერიოდულად მაინც ვხვდებით.

-განკურნებას ნებისმიერი სახით გართულების შემთხვევაში ექვემდებარება?

პროგნოზი საკმაოდ კეთილსაიმედოა. ხშირ შემთხვევაში კარგად ექვემდებარება მკურნალობას

-თუ შეგიძლიათ რაიმე ხალხური მედოთი გვითხრათ, რითიც ამ დაავადების მარტივად მკურნალობას შევძლებთ

ამ ეტაპზე, ხალხური მედიცინა არც თუ ისე ხშირად გამოიყებება ამ დაავადების დროს. თუმცა მაინც არის შემთხვევები, როცა იყენებენ გოგრის თესლს და შავი კაკლის ფოთლის ექსტრატს.

გოგრის თესლი მდიდარია ცხიმებით, რომელთა შემადგენლობაში უმეტესწილად უჯერი ცხიმმჟავები და ცილები შედის. თესლის მოლურჯო-მომწვანო კანქვეშა გარსს მუცლის ჭიის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია; ისევე, როგორც რბილობი, ისიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, C და B ჯგუფის ვიტამინებით.

ახმობენ და მის შიგთავს ვავშვებს აძლევენ.

ავტორი: ლელა მდივანი

primetime.ge

იხილეთ ასევე

კარგა დავუფიქრდეთ, ვინ დგას მათ უკან და რატომ არ ეხებათ. ფაქტი ერთია, ჯანდაცვის სფერო იყო და არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი.

ჯანდაცვის სფერო იყო და არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი-მარინა ბერაძე

ჯანდაცვის სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არ არის და არის რისკი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპს …