მთავარი » სოციალური » Red Nose Day- საქართველო წითელი ცხვირების კამპანიას შეუერთდა
საქართველო საერთაშორისო საქველმოქმედო აქციას - Red Nose Day ანუ წითელი ცხვირების კამპანიას შეუერთდა.

Red Nose Day- საქართველო წითელი ცხვირების კამპანიას შეუერთდა

საქართველო საერთაშორისო საქველმოქმედო აქციას – Red Nose Day ანუ წითელი ცხვირების კამპანიას შეუერთდა.

ერთი თვის განმავლობაში 60-ზე მეტ სავაჭრო წერტილში ე.წ. წითელი ცხვირი სიმბოლურ ფასად – 5 ლარად გაიყიდება.

გაყიდვებიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობას და აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერას მოხმარდება.

აღნიშნული ინიციატივა ისეთი შენობის აშენებას ან ყიდვას ითვალისწინებს, სადაც უპოვართათვის საჭმელი, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები მუდმივად იქნება.

საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებული ინფორმაციები Red Nose Day Georgia– ს გვერდზე განთავსდება.

Red Nose Day პირველად 1988 წელს, დიდ ბრიტანეთში წამოიწყეს.

info9.ge

იხილეთ ასევე

მინდობით აღზრდის მომსახურების გაძლიერება

მინდობით აღზრდის მომსახურების გაძლიერება

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებთან ერთად ახორციელებს პროექტს “ეფექტური …