მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » რეგიონებში სტომატოლოგიური კაბინეტებისა და სილამაზის სალონების კონტროლი იწყება
C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში ესთეტიკური ცენტრების და სტომატოლოგიური კლინიკების კონტროლი მკაცრდება.

რეგიონებში სტომატოლოგიური კაბინეტებისა და სილამაზის სალონების კონტროლი იწყება

C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში ესთეტიკური ცენტრების და სტომატოლოგიური კლინიკების კონტროლი მკაცრდება.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებს წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ, ასევე მათ აქვთ უფლება მონიტორინგი საჩივრის საფუძველზეც ჩაატარონ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესთეტიკური სალონებისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია და ნორმების დაკმაყოფილება, რომლის მიხედვითაც კოსმეტოლოგიურმა დაწესებულებებმა სპეციალური აღჭურვილობით სტერილიზაცია უნდა განახორციელონ.

სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება გაფრთხილებას მიიღებს. ხელმეორედ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდება და სასამართლო განიხილავს.

მსგავსი რეგულაცია თბილისში ზაფხულში ამოქმედდა.

ick.ge

იხილეთ ასევე

„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ.

თბილისის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარდა

„განიკურნე!“ – ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი …