მთავარი » ჯანდაცვა » სააღდგომოდ რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14-16 აპრილს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა.

სააღდგომოდ რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14-16 აპრილს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა.

14 აპრილს გამოძახებათა რაოდენობამ 1837 შეადგინა, 15 აპრილს – 1942, ხოლო 16 აპრილს – 2511. პაციენტთა ნაწილს სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწია, 1707 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის – 60, ხოლო ზოგადი ინტქოსიკაციის – 35 ფაქტი.

სამინისტროს ცნობით, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის და ბათუმის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და მოსახლეობას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას 206 ეკიპაჟის მეშვეობით, ოპერატიულად აწვდის.

pia.ge

იხილეთ ასევე

დავით სერგეენკო - თუ თამბაქოს გაყიდვები შემცირდება, გამიხარდება, რადგან ეს ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს

თუ თამბაქოს გაყიდვები შემცირდება, გამიხარდება, რადგან ეს ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს

თამბაქოს ინდუსტრიას თუ გაყიდვები შეუმცირდება, მე პირადად მხოლოდ გამიხარდება, რადგან ეს ჩვენ ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს, …