მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საჩხერის სამედიცინო ცენტრი უპრეცედენტო აქციებს აგრძელებს
საჩხერის სამედიცინო ცენტრი პირველადი სამედიცინო კვლევის ფარგლებში უკვე იყო კორბოულში, ჯალაურთაში, გორისაში, მერჯევში და ჭორვილაში.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი უპრეცედენტო აქციებს აგრძელებს

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ უპრეცედენტო აქციებს სოფელ პერევის ამბულატორიაში აგრძელებს. აქციის ფარგლებში სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.

ამის შესახებ „პირველს“ მეანგინეკოლოგმა, მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა მირანდა ჯანხოთელმა განუცხადა.

ჯანხოთელმა აღნიშნა, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში სამედიცინო კვლევების ჩატარება უმიშვნელოვანესია და ამიტომ სპეციალური პაკეტით გადაწყვიტეს მათთან ჩასვლა.

„კარდიოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში კარდიოგრამა, სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა, გინეკოლოგის კონსულტაცია,გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა(პაპ-ტესტი), პროსტატსპეციფიური ანტიგენის PSA კვლევა და საჭიროების შემთხვევაში უროლოგის კონსულტაცია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია, ონკოლოგის კონსულტაცია, კოლორექტალური კიბოს სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში უფასო კოლონოსკოპიური კვლევა კლინიკაში, სპეციალისტების მიმართვით უფასო ულტრასონოგრაფიული კვლევა,სპეციალისტების მიმართვით უფასო ციტოლოგიური კვლევა”, – განაცხადა ჯანხოთელმა.

მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შშმ პირებისთვის სპეციალური სისტემაა შემუშავებული, ვინაიდან მათი გაადაადგილების დროს რიგი პრობლემები იჩენს თავს, სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფი „ჩვენ მოვალთ თქვენთან“ სურვილის შემთხვევაში სახლში ეწვევიან.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ პირველადი სამედიცინო კვლევის ფარგლებში უკვე იყო კორბოულში, ჯალაურთაში, გორისაში, მერჯევში და ჭორვილაში.

pia.ge

იხილეთ ასევე

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დაბა მესტიაში და ჭუბერში მოსახლეობას C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდება

დაბა მესტიაში და ჭუბერში მოსახლეობას C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2017 …