მთავარი » დაზღვევა » სადაღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შეჩერებას ითხოვს
სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოს მთავრობის 9 თებრვალს მიღებული #73 დადგენილების შეჩერებას ითხოვს.

სადაღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შეჩერებას ითხოვს

სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოს მთავრობის 9 თებრვალს მიღებული #73 დადგენილების შეჩერებას ითხოვს.

დადგენილება ნებისმიერი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გათიშვას ითვალისიწნებს.

დასაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შედეგად ათი ათასობით ადამიანი რჩება მსხვილი, ხანდახან კატასტროფული, სამედიცინო ხარჯების დაფინანსების გარეშე და მათ ჯიბიდან მოუწევთ ყველაზე ძვირი სამედიცინო სერვისების დაფინანსება. ეს კი გამოიწვევს კერძო სადაზღვევო სისტემიდან ადამიანების გადინებას სახელმწიფო პროგრამებში, რითაც საბიუჯეტო დანახარჯი გაიზრდება.

ამასთან, კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს ე.წ “დაშენებული” პაკეტით. სადაზღვევო ინდუსტრიას მიაჩნია, რომ ბაზრიდან გაქრება აღნიშნული პროდუქტი და 3 მილიონზე მეტი მოქალაქე დარჩება მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამარა. მათ მოუწევთ ჯიბიდან გადაიხადონ ყველა იმ სამედიცინო სერვისის თანხები, რომელიც საყოველთაო ჯანადცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება.

სადაზღვევო კომპანიები აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი იდეა, როგორც მოსახლეობის უნივერსალური წვდომა ჯანდაცვის საბაზისო სერვისებზე, პრაქტიკულად იშლება.

ინდუსტრია საქართველოს მთავრობას მიმართავს შეჩერდეს ან გადაიხედოს აღნიშნული დადგენილება.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

ბაზარზე ახალი მოთამაშის დედა კომპანია ამერიკული Global Benefits Group-ია, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიაა, 36-წლიანი გამოცდილებით.

Global Benefits Georgia-მ სადაზღვევო კომპანიის ლიცენზია მიიღო

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე“ დაზღვევის ლიცენზია გაიცა. ბაზარზე ახალი მოთამაშის …