მთავარი » დაზღვევა » სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს – გაძვირდება თუ არა კერძო დაზღვევა?
სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებს ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს.

სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს – გაძვირდება თუ არა კერძო დაზღვევა?

სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებს ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს.

ყველაზე მეტად სადაზღვევო კომპანიებს მოსწონთ ის, რომ ცვლილებების განსახორციელებლად ინდუსტრიას, ასევე მოქალაქეებს დრო ეძლევათ.

ამასთან, როგორც კომპანიები აცხადებენ, კარგია, რომ საყოველთაო დაზღვევის ქონა-არქონა დამოკიდებულია შემოსავალზე და არა იმაზე, აქვს თუ არა ადამიანს კერძო დაზღვევა.

რამდენადაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, მოქალაქეები მათი შემოსავლების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფებად დაიყვნენ. შედეგად, სახელმწიფო უარს ამბობს მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანების დაზღვევაზე.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორი ბესიკ ფესტვინიძე:

„რეფორმა რომელიც დაანონსდა არის გაცილებით უფრო პროგრესული, ვიდრე დღევანდელი რეალობა. ყველაზე კარგი არის ის, რომ შეიცვალა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართვის კრიტერიუმი და ის აღარ არის კერძო დაზღვევა და არის ორიენტირებული ადამიანის შემოსავალზე. ეს არის ლოგიკური. მეორე, რაც დაანოანსდა, არის, ის, რომ შემოსავლის მიხედვით ექნებათ ადამიანებს მიზნობრივად განსხვავებული დაზღვევა, რაც ასევე ძალიან ლოგიკურია, რადგან სახელმწიფო დაეხმარება მას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და არ დაეხმარება მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანს. ამასთან, ადამიანების უმრავლესობას საშუალება ეძლევა, შეიძინონ დაშენების პაკეტები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ფარავს ჯანდაცვის ხარჯების 30%-ს მთლიანობაშ, 70% მოქალაქის დასაფინანსებელია და ლოგიკურია, რომ ამ 70%-ისთვის მან დაზღვევა იყიდოს“.

„იმედი L”-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე:

„წარდგენილი კონცეფცია არის ძალიან კარგი – მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ის, კერძო დაზღვევა გაქვს თუ არ გაქვს. ამ შემთხვევაში კრიტერიუმი არის ადამიანის შემოსავალი. პოზიტიური ამ ცვლილებებში ასევე არის ის, რომ ჩვენ და საზოგადოება წინასწარ ინფორმირებული ვართ. ეს ცვლილება ძალაში შედის კონკრეტული პერიოდის შემდეგ, შესაბამისად, გვეძლევა დრო, რომ გადავეწყოთ, მოვერგოთ ახალ რეალობას“.

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციების ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი:

ძალიან კარგია, რომ ის ჩვენი მოქალაქეების 90%-ს არ შეეზღუდება დამატებით დაშენებული პროდუქტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება 330 ათას კაცს, იქ არ მგონია ფისკალურად ისეთ ეფექტი გამოჩნდეს, რომელიც შეაძლებინებს მთავრობას იმ მთავრობის ამოღებას, რომელიც შეაძლებინებს მთავრობას, რომ მიზნობრივ ჯგუფებს გაუზარდოს დაფინანსება. ამიტომ ვფიქრობ, მომავალში კიდევ მეტი ცვლილება განხორციელდება.

რაც შეეხება საკითხს, გაძვირდება თუ არა კერძო სადაზღვევო კომპანიებში პაკეტები, რამდენადაც ამის შესახებ ცვლილებების მიღებამდე სადაზღვევო ინდუსტრია აქტიურად საუბრობდა, სადაზღვევო კომპანიები აცხადებენ, რომ წინასწარ ამის განჭვრეტა რთულია.

თუმცა, ფაქტია, რომ მოქალაქეები, რომლებიც დაზღვევას შეიძენენ დაახლოებით 10-დან 30-ლარამდე მეტს გადაიხდიან დაზღვევაში, ვიდრე აქამდე, რამდენადაც მათ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში შემავალი მომსახურებები უკვე კერძო სადაზღვევო კომპანიაში უნდა შეისყიდონ.

ჯანდაცვის მინისტრი და კერძო სადაზღვევო კომპანიები კი აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში შემავალი საბაზისო პაკეტის ღირებულება სადაზღვევო კომპანიებში 25-27 ლარი იქნება, ხოლო თუ ამა სდაემატება სხვა მომსახურებები, ასევე მედიკამენტების თანადაფინანსება, დამატებითი თანხები გახდება საჭირო.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორი ბესიკ ფესტვინიძე:

„ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, ეს გამოიწვევს გაძვირებას თუ გაიაფებას. ითქვა ის, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს არ ექნებათ კერძო სადაზღვევო პაკეტის დაშენების შესაძლებლობა, თუმცა, რეალურად, ვინაიდან გაცხადდა, რომ ორსულობა-მშობიარობა ყველას დაუფინანსდება, ხოლო ონკოლოგიური ავადმყოფობების შემთხვევაში სახელმწიფოს დახმარება მაინც დარჩება, პრაქტიკულად გამოდის, რომ ყველას აქვს უფლება შეიძინოს დაშენებული პაკეტი. თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანებს, ვისაც დაშენების უფლება აქვთ, საყოველთაოდან ექნებათ სხვადასხვანაირი დაფინანსება, უფრო შემცირებული, ვიდრე დღეს“.

„იმედი L”-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე:

„ის, რაც ჩვენ გვაქვს, არის კონცეფცია. დეტალები არ ვიცით, ამიტომ ახლა ძალიან რთული იქნება ჩვენთვის იმის თქმა, თუ რა მოუვა, სადაზღვევო ინდუსტრიის ფასწარმოქმნის სისტემას. ამიტომ, ამ ეტაპზე ნაადრევია ამაზე საუბარი. როგორც მინისტრმა თქვა, ის პაკეტი, რაც ბენეფიაციარს ჰქონდა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვით, ეს სახელმწიფოს უჯდებოდა 13 ლარი. ანალოგიური ტიპის მომსახურება იდენტური პირობებით სადაზღვევო კომპანიებში იქნება 25-27 ლარი. კარგი, ნორმალური სადაზღვევო პაკეტისთვის კიდევ დაახლოებით ამდენივეს დამატებაა საჭირო. შედეგად, საშუალო სადაზღვევო პაკეტის შესყიდვის შემთხვევაში ეს იქნება 50-60 ლარი“.

სახელმწიფო უარს ამბობს მაღალშემოსავლიანი პირების ჯანმრთელობის დაფინანსებაზე, დაბალ და საშუალოშემოსავლიან პირებს კი თანადაფინანსებას უმცირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მაღალშემოსავლიანი პირები იძულებული ხდებიან, რომ დაზღვევა კერძო კომპანიებში შეიძინონ.

დიდი ალბათობით, დაბალი და საშუალოშემოსავლიანი პირების ნაწილი დაშენებულ პაკეტებს შეიძენს, რაც კერძო სადაზღვევო კომპანიებს მეტი ადამიანის მიზიდვის და ბაზრის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

„იმედი L”-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე:

„ჩვენი მოლოდინი ამ კონცეფციიდან არის ის, რომ ბაზრის შემცირების რისკი არ დგას. რაც შეეხება ზრდას, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ზრდის ხელშემწყობი შეიძლება უფრო იყოს ეს ცვლილებები. თუმცა, დარწმუნებით ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ის ხალხი, რომლებიც აქამდე არ ეზღვეოდა და იყო საყოველთაო დაზღვევის სისტემაში, არ ვიცით, იყიდის თუ არა კერძო სადაზღვევო პაკეტებს“.

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციების ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი:

მე მაგალითად მგონია, რომ იმ კატეგორიაში, რომელიც შემოსავლიანად ითვლება – 300 ათასი კაცი 900 ლარს ზემოთ და 32 ათასი ადამიანი 40 ათას ლარზე ზემოთ- ამ ადამიანების დიდი ნაწილი ისედაც დაზღვეულია. ეფექტი, რომელიც არის მოსალოდნელი, არ იქნება ძალიან დიდი. აქ შეიძლება ეფექტი დიდი არ იყოს, მაგრამ დიდი იყოს მიზნობრივ ჯგუფებში, რომლებსაც დაშენების პერსპექტივა აქვს.

შეიძლება 10%-ით გაიზარდოს ჩვენი კლიენტურა, თუმცა, ეს რეალურად ბოლომდე არ ვიცით. სადაზღვევოებს პაკეტების სტრუქტურა ექნებათ შესაცვლელი. მაგალითად, ოჯახური პაკეტები იშლება, რადგანაც მას აზრი ეკარგება და ეს არ არის კარგი. თუმცა, საერთო ჯამში, ცვლილებები დადებითია.

არდი:

„ვინაიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერ დეტალები ბოლომდე ნათელი არ არის, შესაბამისად ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულებაში ცვლილებებზე საუბარი შესაძლებელი იქნება დადგენილების მიღების შემდეგ.“

ჯანდაცვის მინისტრის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით, კერძო დაზღვევის მქონე პირებს აღარ შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მიღება. ეს ძირითადად მაღალ და საშუალოშემოსავლიან პირებს შეეხებათ.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაზღვევო სფერო პროტესტს გამოთქვამდა, რომ ეს ცვლილებები კერძო სადაზღვევო პაკეტებს გააძვირებდა, რამდენადაც გაყიდული პაკეტების უმეტესობა იყო ე.წ. შემავსებელი პაკეტი, რომელიც საყოველთაოსთან ერთად მუშაობდა.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,აქვთ ვარაუდი, რომ ზოგიერთი სადაზღვეო კომპანიის ანგარიშზე თვეში მილიონი ლარი გაუმჭვირვალედ მიდის.

ვვარაუდობთ, ზოგი სადაზღვევოს ანგარიშზე თვეში მილიონი ლარი გაუმჭვირვალედ მიდის

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,აქვთ ვარაუდი, რომ ზოგიერთი სადაზღვეო კომპანიის ანგარიშზე თვეში მილიონი ლარი გაუმჭვირვალედ …