მთავარი » ჯანდაცვა » სახელმწიფო პაპილომა ვირუსზე გოგონების ვაქცინაციას იწყებს
პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია (4 ვალენტიანი გარდასილი) ამჯერად უკვე სახელმწიფო პროგრამის ნაწილში დეკემბრიდან განახლდება.

სახელმწიფო პაპილომა ვირუსზე გოგონების ვაქცინაციას იწყებს

პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია (4 ვალენტიანი გარდასილი) ამჯერად უკვე სახელმწიფო პროგრამის ნაწილში დეკემბრიდან განახლდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით, იმუნიზაციის პროგრამა (ორჯერადი აცრა) გათვალისწინებულია 9 წლის გოგონებისთვის და პროგრამის ფარგლებში სულ 15 000 გოგონა აიცრება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს საზოგადოების ჩართულობის დიდი იმედი აქვს. ფიქრობს, რომ 2010-2011 წლის დაბალი აქტივობა ამჯერად აღარ განმეორდება. იხსენებს, პაპილომა ვირუსზე არასახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2010-2011 წლებში ჩატარებულ ვაქცინაციას 12-13 წლის გოგონებში (სამჯერადი), როდესაც 14 000 დოზიდან მხოლოდ 30% იყო გამოყენებული, საქართველო იძულებული გახდა დარჩენილი ვაქცინა ყაზახეთისთვის ეჩუქებინა.

ვაქცინაცია მაქსიმალურ ეფექტზეა ორიენტირებული. რეკომენდირებულია სქესობრივი კავშირის დაწყებამდე და მაქსიმალური ალბათობით უზრუნველყოფს პრევენციას. იქვე იმნაძე მიათითებს, რომ ვაქცინაცია 30-50 წლის ასაკშიც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ეფექტიანობა უფრო ნაკლებია.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პაპილომა ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაა, რაც ადამიანის ორგანიზმს ეფექტურად იცავს პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით ინფიცირებისგან. ეს ის ორი ტიპის ვირუსია, რომლებიც ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისათვის.

telegraph.ge

იხილეთ ასევე

დღეს სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებაზე დასასწრებად გორში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩავიდა.

სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს

დღეს სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებაზე დასასწრებად გორში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. მასთან ერთად …