მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში მასპინძლობს
საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში მასპინძლობს. ღონისძიება დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანმო-ს რეგიონულ დირექტორ ჟუჟანა ჯაკაბთან ერთად გახსნა.

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში მასპინძლობს

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში მასპინძლობს. ღონისძიება დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანმო-ს რეგიონულ დირექტორ ჟუჟანა ჯაკაბთან ერთად გახსნა.

შეხვედრაზე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალდამტკიცებულ სამოქმედო გეგმას გაეცნენ.

დღესვე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის 2018-2019 წლების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჟუჟანა ჯაკაბმა მოაწერეს. მემორანდუმი მხარეთა ორწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახავს.

ჯანმო-ს რეგიონულმა დირექტორმა ყურადღება ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით განხორციელებულ მიღწევებზე გაამახვილა.

„საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში წამყვან პოზიციაზეა. დღეს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის. კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტია, რომ ჯანდაცვის მომსახურებაზე ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. ასევე, მოხარულები ვართ, თამბაქოს კონტროლის კანონდმებლობის ძალაში შესვლით. ევროპაში ეს საუკეთესო კანონმდებლობაა. ახლა საქმე მის სათანადოდ აღსრულებას ეხება, რათა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მისი საშუალებით მოტანილი სარგებელი მაქსიმალური იყოს,“ – აღნიშნა მან.

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე პირველად გახდა. თავმჯდომარე-სახელმწიფოს როლში ყოფნა ქვეყანას მიღწევების მოსაპოვებლად ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა  თანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული ტაქიარითმიების  მართვაში  …