მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » საქართველო შეირჩა ევროპის რეგიონში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანად
ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით გაწეული უდიდესი ძალისხმევის გამო საქართველო შეირჩა ევროპის რეგიონში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანად და პროგრამის - „NOhep Visionaries“ საპატიო წევრად.

საქართველო შეირჩა ევროპის რეგიონში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანად

ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით გაწეული უდიდესი ძალისხმევის გამო საქართველო შეირჩა ევროპის რეგიონში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანად და პროგრამის – „NOhep Visionaries“ საპატიო წევრად.

ვირუსული ჰეპატიტებით მსოფლიოში ყოველწლიურად 1.34 მილიონი ადამიანი იღუპება. საქართველოში, 2015 წელს განხორციელებული კვლევის თანახმად, C ჰეპატიტით ინფიცირებულია 150 000 ადამიანი, მათგან დაახლოებით 100 000-მა არ იცის საკუთარი ინფიცირების შესახებ.

ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციაზე აღებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დამყარდა თანამშრომლობა ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსთან @WorldhepatitisAlliance და ქვეყანა შეუერთდა @NOhep გლობალურ მოძრაობას.

გიწვევთ, შემოგვიერთდეთ და გაწევრიანდეთ #Nohepგლობალურ მოძრაობის ოფიციალურ ვებგვედზე: http://www.nohep.org/sign-up/“ 

NCDC

იხილეთ ასევე

კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაამარცხეს.

კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია

C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ტალღა, კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი …