მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა
საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა შემცირებულია, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა.

საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა

საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა შემცირებულია, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა.

2016 წლის მანძილზე ქვეყანაში აღრიცხულია სულ 29.6 ათასი აბორტი, რაც 2015 წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. ანგარიშის მიხედვით, 15 წლამდე მოზარდებში 19 აბორტის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 110%-ით მეტია. თუმცა სხვა ასაკობრივ კატეგორიებში აბორტების კლება შეიმჩნევა:

  • 15 წლამდე – 19 აბორტი, ზრდა წინა წელთან 110%
  • 15-19 წლები – 932 აბორტი, კლება წინა წელთან 30%
  • 20-44 წლები – 28.5 ათასი აბორტი, კლება წინა წელთან 10.3%
  • 45+ წლები – 126 აბორტი, კლება წინა წელთან 22%

2016 წელს ქვეყანაში 56.5 ათასი ბავშვი დაიბადა, ეს კი ნიშნავს, რომ აბორტების შეფარდება ახალშობილთა რაოდენობასთან 52%-ია.

2002 წლიდან დღემდე რეგისტრირებული აბორტების რეკორდული მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა, როდესაც მან 39.2 ათასი შეადგინა.

დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა კი მაქსიმალური 2009 წელს იყო და ის 63.3 ათასს შეადგენდა.

ჯანდაცვის შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოში აბორტის გაკეთება დასაშვებია ორსულობის მეთორმეტე კვირამდე.

tabula.ge

იხილეთ ასევე

11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 შემთხვევა გამოვლინდა–აღნიშნული მონაცემები ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა.

წელს, საქართველოში აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

წელს, 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო …