მთავარი » ჯანდაცვა » სამინისტრო » საქართველოში აბორტის შემთხვევების კლების ტენდენცია ფიქსირდება
სახელმწიფოს მიერ შემუშავდა აბორტის სარეგულაციო მექანიზმების პაკეტი, რამაც დადებითი გავლენა იქონია აბორტის სტატისტიკაზე.

საქართველოში აბორტის შემთხვევების კლების ტენდენცია ფიქსირდება

აბორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა. სახელმწიფოს მიერ შემუშავდა აბორტის სარეგულაციო მექანიზმების პაკეტი, რამაც დადებითი გავლენა იქონია აბორტის სტატისტიკაზე.

ამ დოკუმენტებით პრაქტიკულად დარეგულირდა აბორტის პროცედურასთან დაკავშირებული ყველა ის საკითხი, რომელიც ღიად იყო დარჩენილი,

კერძოდ:

  • არ არსებობდა ქვეყანაში ქირურგიული აბორტის პროცედურის პროტოკოლი, მედიკამენტური აბორტის პროტოკოლი კი მოძველებული იყო და გადახედვას საჭიროებდა, შესაბამისად გამოიცა გაერთიანებული პროტოკოლი, რომელიც მოიცავს ყველა ზემოაღნიშნულ საკითხს და შესაბამისობაშია ჯანმოს 2013 წლის რეკომენდაციებთან ,,უსაფრთხო აბორტის შესახებ“.
  • მომზადდა აბორტის პროცედურასთან და რისკებთან დაკავშირებული საკითხების აღწერის – პაციენტის ვერსიის სახელმძღვანელო.
  • ბრძანებით განისაზღვრა ექიმის მიერ ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე კონსულტირების აუცილებლობა, როგორც აბორტის წინ, ისე აბორტის შემდეგ.
  • ბრძანებით დამტკიცდა 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებათა ახალი ჩამონათვალი. თუმცა ჩამონათვალი არ ნიშნავს ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებას მეან-გინეკოლოგის მიერ დადგინდება კომისიური განხილვის ვალდებულება შესაბამისი ექიმ-სპეციალისტებისა და თანამშრომლების მონაწილეობით.
  • ბრძანებით გათვალისწინებულ არასამედიცინო ჩვენებებში ქალის ასაკი 45-ის ნაცვლად გაიზარდა 49 წლამდე. აღნიშნული შესაბამისობაშია ჯანმოს რეკომენდაციასთან, რომელმაც ქალის რეპროდუქციული ასაკი განსაზღვრა 49 წლით.
  • ბრძანებაში ასევე გათვალისწინებულია აბორტისწინა მოსაფიქრებელი 5 დღიანი პერიოდის გამონაკლისიც
  • 2017 წლის აპრილისთვის მომზადდა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. როგორც …