მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წახალისების მიზნით ახალი მოძრაობა “ჩაანაცვლე” იწყება
"ჩაანაცვლე"- მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება,მიიღოს ინფორმაცია,თუ როგორ უნდა შეცვალოს ყოველდღიური პროდუქტების გამოყენება ისე, რომ უფრო ჯანმრთელად იცხოვროს.

საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წახალისების მიზნით ახალი მოძრაობა “ჩაანაცვლე” იწყება

„ჩაანაცვლე“ არის  საინფორმაციო პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება , მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შეცვალოს ყოველდღიური პროდუქტების გამოყენება ისე, რომ უფრო ჯანმრთელად იცხოვროს.

პლატფორმა დაეთმობა სხვა და სხვა თემას. პირველი საკითხი , რომელიც საზოგადოების ცნობიერების გაზრდისკენ არის მიმართული, არის პლასტმასის პროდუქციის ჩანაცვლება მინით.

„მთელს მსოფლიოში, უფრო და უფრო მეტს, საუბრობენ,  პლასტმასის უარყოფით გავლენაზე, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასე გარემოზე.

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ნაწილი, ნაწილობრივ ან მთლიანად უარს ამბობს, პლასტმასის პროდუქციის  გამოყენებაზე  და მოსახლეობას აბრთხილებს, იმ  შესაძლო ეფექტებზე, რაც პლასტმასის გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრელობაზე, სწორედ ამ საკითხის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია წამოგვეწყო.

ჩვენი ძირითადი მიზანია, მოსახლეობას ეტაპობრივად ავუხსნათ  ის გზები, რომლითაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა , მარტივი პროდუქტების ან ჩვევების ჩანაცვლებით შეიძლება“, – განაცხადეს მოძრაობა „ჩაანაცვლეს“ ინიციატორებმა.

epn.ge

იხილეთ ასევე

„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში „უმალი“ განაცხადეს.

„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია

„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის …