მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
პაატა იმნაძე ვერ აკონკრეტებს როდიდან შეიძლება საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ევროპული კანონმდებლობის გაცნობა მიმდინარეობს.

საქართველოში შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

საქართველოში შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა, შესაბამისი ინიციატივის განხორციელებას მხარს უჭერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი.

მოწინააღმდეგეთა შორის კი, იურისტები არიან, რომლებიც მათ მოსაზრებას ადამიანის უფლებების დაცვის ფაქტორით ხსნიან.  პაატა იმნაძე განმარტავს, რომ იმუნიზაციის საკითხს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კანონმდებლობა აწესრიგებს.

მისი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში აუცრელი ბავშვი განათლებას ვერ მიიღებს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, აუცრელი ბავშვის მშობელი დაახლოებით 2500 ევროთი ჯარიმდება.

” როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, საქართველოშიც უნდა იყოს საკანონმდებლო მექანიზმი. მშობელს თუ არ ესმის, რომ მისი შვილი უნდა იყოს აცრილი, საზოგადოებამ თავი უნდა დაიცვას ასეთი მშობლისგან. კონფლიქტი ხდება ერთი მხრივ, ადამიანის უფლებასა და მეორე მხრივ, საზოგადოების უფლებას შორის. ასეთ შემთხვევაში, ყველა ქვეყანაში, მათ შორის ძალიან დემოკრატიულშიც, უპირატესობა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ენიჭება. ის, რომ ბავშვი არის აცრილი, ეს არის არა მარტო ამ ბავშვის ინდივიდუალური დაცვა, არამედ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს არის საზოგადოების დაცვაც ინფექციებისაგან”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, საუბარი იქნება აცრებზე, რომლებიც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული და რომელსაც დღემდე მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.

პაატა იმნაძე ვერ აკონკრეტებს როდიდან შეიძლება საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ევროპული კანონმდებლობის გაცნობა მიმდინარეობს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის კომიტეტმა მსოფლიო ბანკის სიღარიბის მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ჯანდაცვის კომიტეტმა მსოფლიო ბანკის სიღარიბის მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, დიმიტრი ხუნდაძე …