მთავარი » რეფორმები » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის დამატება 5 მილიონი ლარი დაჯდება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მედიკამენტების კომპონენტი სავარაუდოდ ივნისიდან დაემატება. პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 5 მილიონი ლარი იქნება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის დამატება 5 მილიონი ლარი დაჯდება

სოციალურად დაუცველი და პენსიონერი 600 ათასამდე ადამიანი ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მედიკამენტების კომპონენტი სავარაუდოდ ივნისიდან დაემატება. პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 5 მილიონი ლარი იქნება.

“სახელმწიფო აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას. აწესებს ხარისხის ერთ -ერთ ყვლაზე მაღალ სტანდარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტირენბული ხარსიხის კონტროლის სერტიფიკატს. ეს პროგრამა ზაფხულის დასაწყისში ამოქმედდება.თუ პენსიონერი საშუალოდ თვეში 25-30 ლარის ღირებულების მედიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით, მაქსიმუმ თვეში 1 ლარი დაუჯდებათ. ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იმუშავებს წლების განმავლობაში.

სამიზნე კატეგორია არის 500-600 ათასამდე ადამიანი. ესენი არიან სოციაურად დაიცველი ადამიანები და პენსიონერები. პროგრამა მოიცავს პირველ ეტაპზე, 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების მიწოდებას. საუბარია 30 დასახელების მედიკამენტზე. პროგრამის ბიუჯეტი ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

bm.ge

იხილეთ ასევე

1 მაისიდან საქართველოში ახალი სადაზღვევო წესები მოქმედებს.მოძებნე შენი თავი ჯანდაცვის ახალ პროგრამაში. გაიგე, რა დაზღვევით ისარგებლებ.

მოძებნე შენი თავი ჯანდაცვის ახალ პროგრამაში. გაიგე, რა დაზღვევით ისარგებლებ

1 მაისიდან საქართველოში ახალი სადაზღვევო წესები მოქმედებს. პასუხი ყველა კითხვაზე რა მოხდა? 1 მაისიდან საყოველთაო …