მთავარი » ფარმაცევტიკა » შესყიდვების სააგენტო ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრძელებს შეხვედრების ციკლს ბიზნესის წარმომადგენლებთან. დღეს ჩვენ შევხვდით ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს.

შესყიდვების სააგენტო ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდა

 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს, კერძოდ, ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. როგორც ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, სააგენტო სწავლობს იმ შენიშვნებს, რომლებიც ბიზნესმენებს გააჩნიათ, აანალიზებს მათ წინადადებებს და მოსაზრებებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრძელებს შეხვედრების ციკლს ბიზნესის წარმომადგენლებთან. დღეს ჩვენ შევხვდით ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს. ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რეფორმები, ასევე მოვუსმინეთ მათ შენიშვნებსა და საქმიან წინადადებებს, რათა მათზე შემდგომში ადეკვატური რეაგირება განხორციელდეს. დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე კომპანია, რაც მსგავსი ტიპის შეხვედრებთან დაკავშირებით მათ დაინტერესებაზე მიუთითებს”, – განაცხადა ნანობაშვილმა.

შეხვედრაზე ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებმა დააყენეს მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხი. როგორც ბიზნესმენებმა განაცხადეს, ასეთი შეხვედრები ნაყოფიერია, ვინაიდან მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებს ყურადღება ექცევა. მორიგი შეხვედრა 29 მარტს გაიმართება და მასზე მიწვეული იქნებიან სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლები.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

არაერთი რეფორმის განხორციელების შედეგად ინტრავენული ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

ინტრავენული ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ წლებია ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს. არაერთი რეფორმის განხორციელების შედეგად ინტრავენული ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, …