მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში რიგი ღონისძიებები გაიმართება
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის გაერო-ს შიდსის პროგრამა (UNAIDS) ახორციელებს კამპანიას „უფლება ჯანმრთელობაზე“.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში რიგი ღონისძიებები გაიმართება

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის გაერო-ს შიდსის პროგრამა (UNAIDS) ახორციელებს კამპანიას „უფლება ჯანმრთელობაზე“.

როგორც „კვრას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აღნიშნული კამპანია ხაზს უსვამს აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების, ისევე, როგორც შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების ფუნდამენტურ უფლებებს ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან პრევენციულ და სამკურნალო მომსახურებებზე.
აღნიშნულ კამპანიას, საქართველოც უერთდება.

ამ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, PTF-აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფი; გაერო-ს მიგრაციის სააგენტო, მსოფლიო ექიმები საფრანგეთი, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ახორციელებენ ღონისძიებათა სერიას „უფლება ჯანმრთელობაზე“, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცოდნისა და ცნობიერების დონის ამაღლებას აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით, ისევე როგორც საზოგადოებრივი მიმღებლობის გაზრდას აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანებისა და შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების მიმართ.

ღონისძიებები დღეს საღამოდან ჩატარდება „ფაბრიკაში“. გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აივ დადებითი ადამიანებისა და მაღალი რისკის ჯგუფების (ნარკოტრიკების მომხმარებელი ადამიანები) სოციალური საწარმოები და არტ-თერაპიის ჯგუფები.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ორგანიზაციები და სოციალური საწარმოები:

  • შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი;
  • ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“;
  • ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ახალი გზა“;
  • ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა სათემო ორგანიზაცია „აკესო“;
  • C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ჰეპა +“;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური საწარმო „ხის სახელოსნო სხივი“;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური საწარმო „კოდალა“;
  • ნარკოტიკების მომხმარებელთა ფსიქოთერაპიის სახლი “კამარა”;
  • ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სოციალური საწარმო „TG Promo”;
  • მიგრანტი და პოტენციური მიგრანტი ყოფილ ნარკომომხმარებელ პირობით მსჯავრდებულთა სოციალური საწარმო „პერსპექტივა“;
  • პირობით მსჯავრდებულთა სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახი“;
  • შემოქმედებითი განათლების სტუდია – Creative Education Studio;
  • Fashion house M.G.;
  • ასოციაცია ჰერა XXI.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში რიგი ღონისძიებები გაიმართება

იხილეთ ასევე

მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. …