მთავარი » შრომა » შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა
შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა

შრომის ახალი კანონის ამოცანაა, რომ დაზიანების პრევენცია მოხდეს და არა პოსტფაქტუმ მკურნალობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიმართულება, რომლითაც ხელისუფლება მიდის, სწორია და ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დასაქმებულთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იყოს.

”იმისთვის, რომ რაღაცაზე ვიმსჯელოთ, უნდა გვქონდეს შედარების საშუალება. როდესაც 2000-იანი წლების დასაწყისსა და შუალედში საერთოდ გაუქმდა ნებისმიერი მარეგულირებელი დოკუმენტი, რეგულაცია, რომელიც ამ მხრივ იქნებოდა ქმედითი, ამის აღდგენა ჩვენ მოგვიწია, დაწყებული 2014 წლიდან. ვფიქრობ, ეს გადადგმული ნაბიჯები იყო მნიშვნელოვანი და ეფექტური. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ეს საერთაშორისო ექსპერტების აზრიცაა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, შრომის ახალი კანონი არ ითვალისწინებს ჯანმრთლობის დაზღვევას, ის ითვალისწინებს დაზიანებების პრევენციას.

”ახალ კანონპროექტში დაზღვევას რაც შეეხება, მოიაზრება იმ რისკებისგან დაზღვევა, რომელიც პოტენციურად ემუქრება დასაქმებულ ადამიანს, მათ შორის მაღალი რისკის არეებში და არა საკუთრივ ჯანმრთელობის დაზღვევა. ჩვენთან საყოველთაო ჯანდაცვაა. ამოცაანაა, რომ დაზიანებების პრევენცია მოხდეს და არა დაზიანების პოსტფაქტუმ მკურნალობაზე აქცენტის გაკეთება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ვისი სამუშაოც დაკავშირებულია სირთულესთან 10 კილოგრამი სიმძიმის გადატანასთან და გადაადგილებასთან, (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული შემდუღებელი საამქროები, საგლინავი, მანქანათმშენებლობისა და მეტალურგიული საწარმოები) 31 გრადუსის შემდეგ მუშაობა უნდა შეიზღუდოს.

32,5 გრადუსის ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს

სიცხეში მუშაობასთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული გაერთიანება ხელისუფლებასა და დამსაქმებლებს მოუწოდებს, პატივი სცენ მთავრობის ხელმძღვანელის 2014 …