მთავარი » შრომა » შრომის ინსპექციას გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები
სერგეენკო: შრომის ინსპექციას გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომ გაფრთხილების გარეშე, არაგეგმიური შესვლაც განახორციელოს.

შრომის ინსპექციას გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები

შრომის უსაფრთხოების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

ინიციატივის მიხედვით, შრომის ინსპექციას უფლება ენიჭება საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმება და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რაიმე დარღვევა, სანქციები გაატაროს. დავით სერგეენკოს განცხადებით, კანონის მიღების შემთხვევაში შრომის ინსპექციას გაუჩნდება  ახალი შესაძლებლობები, რომ გაფრთხილების გარეშე, არაგეგმიური შესვლაც განახორციელოს.

„ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები თუ  თანამშრომლები, გაწერილი არის რომელ ინდუსტრიაში რა სახის უსაფრთხოება ვრცელდება და გაწერილი არის სანქციები, რომელიც ამ ნორმების შეუსრულებლობას მოჰყვება. ასევე დამატებით, შრომის ინსპექციას გაუჩნდება ამ კანონის მიღების შემთხვევაში ახალი შესაძლებლობები, რომ გაფრთხილების გარეშე, არაგეგმიური შესვლაც განახორციელოს და მათი დასკვნა უკვე იქნება სავალდებულო შესასრულებლად“,-განაცხადა სერგეენკომ.

news.ge

იხილეთ ასევე

"ქვეყანაში არ არსებობს შრომითი დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის მექანიზმი" - დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით დღეს, 18 საათზე, რკინიგზის დეპარტამენტთან, მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი …