მთავარი » შრომა » კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით “შრომის უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი“
„შრომის უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“ - ამ სახელწოდების კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით “შრომის უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი“

„შრომის უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი“ – ამ სახელწოდების კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

მან ყურადღება ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა და შრომის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში სახელმწიფოს როლი გამოჰყო. მომხსენებლებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე გააკეთეს აქცენტი. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა შრომის უფლებების, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებისა და ვეროპის სოციალური წესდებით გათვალისწინებული მუხლების შესრულების გზებიც განიხილეს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

"ქვეყანაში არ არსებობს შრომითი დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის მექანიზმი" - დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით დღეს, 18 საათზე, რკინიგზის დეპარტამენტთან, მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი …