მთავარი » ჯანდაცვა » თბილისში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა Innova გაიხსნა
ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა Innova გაიხსნა. ძირითადი სამედიცინო მიმართულებები იქნება ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია და ზოგადი ქირურგია.

თბილისში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა Innova გაიხსნა

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N7-ში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა – Innova გაიხსნა. როგორც “ინტერპრესნიუსს” “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს , კლინიკის ძირითადი სამედიცინო მიმართულებები იქნება ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია და ზოგადი ქირურგია. 

“Innova”-ს მთავარი დამფუძნებელია “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, რომელიც აგრძელებს სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს და ეს ჯგუფის უკვე მეორე სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრია. პროექტის დაფინანსება, როგორც მშენებლობის ისე აპარატურის ნაწილში, განახორციელა “საქართველოს ბანკმა”, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.

კლინიკა Innova განთავსებულია 7,000 კვ.მ. ფართზე და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სტანდარტების მქონე აპარატურით, სადაც არის 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი, და მაღალ ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი.

კლინიკაში საქმიანობენ ისეთი პროფესიონალი და წარმატებული ექიმები, როგორებიც არიან რამაზ აღლემაშვილი, ვადიმ ხატიაშვილი, რეზო ბოჭორიშვილი, ირაკლი თოდუა, გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი (პეჩო), დავით დოთიაშვილი და ზურაბ ნარიმანიძე.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ზამთარი, – პერიოდი, როდესაც სეზონური ვირუსები და გრიპები საგრძნობლად აქტიურდებიან და გარკვეულ დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობას.

როგორ ავირიდოთ სეზონური ვირუსები თავიდან და როდისაა ექიმთან ვიზიტი აუცილებელი

ზამთარი, – პერიოდი, როდესაც სეზონური ვირუსები და გრიპები საგრძნობლად აქტიურდებიან და გარკვეულ დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობას. …