მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა
ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

თბილისში ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა 
თანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული ტაქიარითმიების  მართვაში 

ევროპისა და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი ორგანიზაცია მედტრონიკის (Medtronic) ორგანიზებითა და მხარდაჭერით ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა თემაზე  “თანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული  ტაქიარითმიების  მართვაში“. სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე მოეწყო მასტერკლასები ელექტროფიზიოლოგებისა და კარდიოლოგებისთვის

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი პაპიაშვილმა მის ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად, აგრეთვე პროფესორმა ესპანეთიდან ჯოზეფ ბრუგადა რთული კარდიოვასკულარული დაავადებების მართვაში უახლესი მიღწევები წარმოადგინეს.

გიორგი პაპიაშვილის თქმით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში გულის არითმიები ერთ-ერთ წამყვანი მიზეზია. შესაბამისად, მისივე აზრით, მსგავსი სიმპოზიუმის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მიაჩნია, რომ გულის დაავადებების მქონე პაციენტებში გადარჩენის მაჩვენებლები შესაძლოა საგრძნობლად გაუმჯობესდეს სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდით:

ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობა და ექიმები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებული რთული არითმიების და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ. უეცარი სიკვდილის აბსოლუტურ უმრავლესობას არითმია იწვევს, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ცნობილი არ არის. ჩვენი კონფერენცია პრობლემის მიმართ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.  

ჯოზეფ ბრუგადას განცხადებით, საქართველოში არითმიის მკურნალობის ახალი მეთოდები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელს საგრძნობლად შეამცირებს ქვეყანაში:

თანამედროვე ტექნოლოგიები რთული არითმიების მართვისთვის არის უსაფრთხო და ეფექტური. ეს ტექნოლოგიები ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ისინი კურნავენ პაციენტს, კურნავენ სამუდამოდ, ამის შემდეგ მათ აღარ სჭირდებათ  ხანგრძლივი მკურნალობა. ეს ტექნოლოგია უნდა დაინერგოს საქართველოში

ასევე მან გაამახვილა ყურადღბა იმ უპირატესობებზე, რომლებსაც წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობის ახალი მეთოდები გვთავაზობენ:

ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობის მეთოდები განვითარდა და ამას საფუძველი 90-იან წლებში ჩაეყარა, როდესაც პაციენტებისთვის წინაგულთა ფიბრილაციის აბლაციების კეთება დავიწყეთ. მას შემდეგ, ჩვენ რაოდენობაში გავზარდეთ და გავაუმჯობესეთ ეს ინსტრუმენტები, რაც ძალიან წაადგა დღევანდელ პაციენტებს. ერთ-ერთი ყველაზე ახალი მეთოდია კრიოაბლაცია, რომელიც, როგორც დემონსტრაციისას ცხადი გახდა, ძალიან ეფეტურია  პაროქსიზმული წინაგულთა ფიბრილაციის დროს.” 

რაც შეეხება მასტერკლასების მნიშვნელობას ქართველი ექიმებისთვის პროფესორი ბრუგადა განმარტავს:

  „უპირველესყოვლისა, მინდა გამოვხატო დიდი სიამოვნება საქართველოს რომ ვეწვიე ამ სიმპოზიუმისთვის. აქ საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი პაპიაშვილმა მომიწვია. ის ჩემი მეგობარია, ათი წლის წინ მან ჩემთან გაიარა სწავლება ბარსელონაში, ახლა კი ის ასოციაციის პრეზიდენტია. სწორედ ამიტომაა ჩემთვის დიდი პატივი აქ ყოფნა. რაც შეეხება მასტერკლასებსა და სრულიად სიმპოზიუმს, მჯერა რომ ისინი დიდ ინტერესს დაიმსახურებენ როგორც ზოგადად საქართველოს კარდიოლოგებისგან, ასევე არითმოლოგებისგანაც. ვიმედოვნებ, რომ ეს მასტერკლასები გაზრდიან საქართველოს კარდიოლოგიაში ინტერესს ინვაზიური ელექტროფიზიოლოგიისადმი, რაც დაგვეხმარება მოვარჩინოთ ძალიან ბევრი პაციენტი არითმიით”.

საერთაშორისო სიმპოზიუმის განმავლობაში ქართველმა, ამერიკელმა, ესპანელმა, სლოვაკმა და გერმანელმა ექსპერტებმა და პროფესორებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო სესიები და მასტერკლასები გამართეს და მიაჩნიათ, რომ   ჯანდაცვის მომავალისთვის  ახალი მიდგომები და ინოვაციები აუცილებელია.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ექიმებსა და უცხოელ კოლეგებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, მოეწყო დისკუსია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გლობალური ტენდეციების შესახებ, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გავლენასა და არსებულ გამოწვევებზე საქართველოში.

„ჩემმა ქართველმა კოლეგებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. თქვენ შესანიშნავი სპეციალისტები გყავთ, რომლებსაც კარგი განათლება და სამედიცინო გამოცდილება აქვთ. სიმპოზიუმის ზოგადი მიზანია კარდილოგებს შეახსენოს არითმიების მკურნალობის მნიშვლევობა, რადგან არითმიები კარდიოვასკულარული სიკვდილიანობის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენენ. კარდიოვასკულარული სიკვდილიანობის 30% არითმიების შედეგადაა და, შესაბამისად, კარდიოლოგიის გასავითარებლად, არითმიების მკურნალობა საქართველოში  უნდა გახდეს პრაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, – მიაჩნია ბრატისლავაში მოღვაწე სლოვაკ პროფესორს რობერტ ჰატალას. 

მისივე   აზრით სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიზანი ასევე უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციის მიმართ საზოგადოების ინტერესის ამაღლებაა, რადგან მიაჩნია, რომ  უეცარი კარდიული სიკვდილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა გლობალურად და მათ შორის ევროპაშიც:

„ევროპის გულის რითმის ასოციაციამ 10 წლის წინ წამოიწყო ინიციატივა სახელად იმპლანტირებადი დეფიბრილატორი სიცოცხლისთვის. მჯერა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს მუშაობაში. არითმიების თანამედროვე მკურნალობის მეთოდები არ წარმოადგენენ ექსპერიმენტულ თერაპიებს. ეს თერაპიები დასაბუთებული და განმტკიცებულია, და მიღწევებიც შესაბამისად ნიშანდობლივი. ამიტომაც ჩემი გადმოსახედიდან შესანიშნავი იქნებოდა რომ ეს თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობები ასევე თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის პოლისებში გაიწეროს. ამისთვის საჭირო იქნება ექიმების ინფორმირებულობის ამაღლება – სწორედ ამას ვაკეთებთ დღეს აქ – და ასევე რაიმე ტიპის ეკონომიური ბაზისის შექმნა, რაც ამ თერაპიებს ხელმისაწვდომს გახდის“. 

სიმპოზიუმის დასასრულს, განხილულ იქნა ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების შესაძლებლობაც. საუბრის ერთ-ერთ თემას, ასევე, წარმოადგენდა ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების, დაავადებების მართვის პრაქტიკული მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზები, რათა შედეგად მრავალ პაციენტს შეუნარჩუნდეს და გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე.

კარდიოვასკულარული დაავადებები სიკვდილობის ერთერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წამოადგენს მსოფლიოში. ყოველწლიურად კარდიოვასკულარული დაავადებებით დაახლოებით 17 მილიონი ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის  მიზეზის 69%- სწორედ, გულსისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს. 2016 წელს, დაახლოებით 17 973 საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა  კარდიოვასკულარული დაავადებებით.  გულის დაავადებების მქონე პაციენტებში გადარჩენის მაჩვენებლები შესაძლებელია, საგრძნობლად გაუმჯობესდეს  სამედიცინო ტექნოლოგიებისა  და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდით. 

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც გულსისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის კი არითმია, გარდაცვალების ძირითადი მიზეზია, ხოლო გულსისხლძარღვთა დაავადებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ყველა სხვა დაავადებით.  უახლესი კარდიოვასკულარული მეთოდოლოგიების ჩვენ ქვეყანაში ფართოდ შემოტანით, ქართველ ექიმებს ეძლევათ შესაძლებლობა პაციენტებს შესთავაზონ, კარდიოვასკულარული დაავადებების მართვის მოწინავე მეთოდები, გამოცდილებისა და მიღწევების გაფართოების ფონზე.

იხილეთ ასევე

დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანა ვრონეცკას შეხვდა.

დავით სერგეენკო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანა ვრონეცკას შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა …