მთავარი » შრომა » თსუ -ში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება
70-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელი თსუ -ს სტუდენტებსა სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს გააცნობს და შესთავაზებს

თსუ -ში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თსუ-დან აცნობეს, 70-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელი თსუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობებს გააცნობს და შესთავაზებს.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი დაესწრება.

ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები წარმოადგენენ

  • საბანკო და საფინანსო,
  • დაზღვევის,
  • სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს,
  • მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს,
  • მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს,
  • სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციებს.

კერძო კომპანიების გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილები იქნებიან საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც: სამინისტროები და სხვა საჯარო სამსახურები, მათდამი დაქვემდებარებულ სტუქტურებთან ერთად.

”დასაქმების ფორუმი, რომელიც თსუ-ში უკვე მეორედ ტარდება, სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა. ფორუმი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

nterpressnews.ge

იხილეთ ასევე

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. როგორც პროფკავშირები ამ დღეს ტრადიციულად საპროტესტო აქციით აღნიშნავენ.

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან …