მთავარი » ფარმაცევტიკა » უფასო მედიკამენტების პროგრამაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამაში შესაძლოა, კორექტივები შევიდეს.

უფასო მედიკამენტების პროგრამაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამაში შესაძლოა, კორექტივები შევიდეს.

მისი განცხადებით, სამინისტროში პროგრამის დახვეწაზე მუშაობენ და შესაძლოა, მედიკამენტებს სხვა წამლებიც დაემატოს.

“ბუნებრივია, ახალი მედიკამენტების დამატებას და ზოგადად ახალი გადაწყვეტილების მიღებას კარგი ანალიზი სჭირდება. ემ ეტაპზე ექვსი თვის განმავლობაში, პროგრამის დაწყებიდან, მიღებული შედეგების ანალიზს ვახდენთ და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაღაც კორექტივების შეტანა მოხდეს ამ პროგრამაში”, – განაცხადა სოფრომაძემ.

უფასო მედიკამენტების პროგრამა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და პროექტით ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000-ს არ აღემატება.

პროგრამაში მონაწილეობა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, რომლის მიხედვითაც, ისინი წამალს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ყიდულობენ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრძელებს შეხვედრების ციკლს ბიზნესის წარმომადგენლებთან. დღეს ჩვენ შევხვდით ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს.

შესყიდვების სააგენტო ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდა

 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს, კერძოდ, ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს …