მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » „უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია
„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში „უმალი“ განაცხადეს.

„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია

„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში „უმალი“ განაცხადეს.

კომპანია „უმალის“ დირექტორის, მიხეილ მჭედლიშვილის თქმით, სურსათის ცალკეული სახეობისათვის აუცილებელია ეტიკეტის დამატება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაგვიანებით, პროდუქციის ბაღებში შეტანის შემდეგ განხორციელდა და სწორედ, ეს გახდა აჟიოტაჟის მიზეზი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ “ხელმეორედ გაყინული” არ ნიშნავს თევზის ბოლომდე გალღობას და შემდეგ გაყინვას. გაყინული თევზი, დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციის საფუძველზე განიცდის გალღობას გარკვეულ ტემპერატურამდე, რომ მოხერხდეს მისი დაფილევება. გარდა ამისა, ეტიკეტზე დატანილი სტანდარტის 1.6 მუხლში, რომელიც ეხება მარკირებას, მითითებულია, რომ პროდუქტზე, რომელიც არის განმეორებით გაყინული, უნდა იყოს შესაბამისი მინიშნება, რაც ეტიკეტზეც მითითებულია.

როგორც იცით, 9 თებერვალს, სკოლამდელი აღზრდის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ თევზის, კერძოდ, ორაგულის ფილეს ეტიკეტის ფოტომასალა და ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის საშუალებით, სადაც ასევე იუწყებოდნენ, რომ საჯარო საბავშვო ბაღებში ვადაგასული, ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტ შეცვლილი თევზი შეიტანეს.

„იმის დასადასტურებლად, რომ პროდუქტის უვნებლობის პარამეტრები წესრიგშია, ჩვენ ჩავატარეთ ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები აკრედიტებულ ლაბორატორიაში, როგორც გაყინული ნედლეულის, ისე გაყინული თევზის ფილეს შემთხვევაში. მიღებული პასუხები გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ შპს „ახალი თევზი“-ს მიერ წარმოებული პროდუქტი „გაყინული ორაგულის (ღურკანას) ფილე“ შეესაბამება საქართველოში არსებულ სასურსათო პროდუქტებისთვის განსაზღვრულ უვნებლობის პარამეტრებს. ასევე, პროდუქტის ეტიკეტირება სრულად ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სადაც, მოცემულია შენახვის პირობები, ვარგისიანობის ვადა, „პირველადი გაყინვის თარიღი“, დაფილევების შემდეგ საბოლოო პროდუქტის მიღების თარიღი. ორაგულის ფილეს ვარგისიანობის ვადა დაფილევების დღიდან არაუმეტეს 3 თვეა. ასე, რომ თევზი ახალი და უვნებელია პატარებისთვის,“ – განმარტავს „თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „უმალის“ დირექტორი, მიხეილ მჭედლიშვილი.

„უმალის“ კვების ტექნოლოგები ზრუნავენ, რომ მრავალფეროვანი, ყოველთვის ახალი და ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზონ მომხმარებელს. „მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვთა კვებას ეხება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და მასზე პასუხისმგებლობაც ღრმად გვაქვს გააზრებული. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი თევზი,“ – აცხადებს მიხეილ მჭედლიშვილი.

„უმალის“ პროდუქტები ქარელის რაიონში მდებარე თევზის ქარხანაში „ახალი თევზი“ იწარმოება. ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ამიერკავკასიაში, სულ ახლახანს გაიხსნა. საწარმოს მშენებლობა ნაწილობრივ პროექტ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა და მასში 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

„უმალი“-ს საბავშვო ბაღებისთვის ვადაგასული თევზი არ მიუწოდებია

იხილეთ ასევე

მაკა გვარამია ცენტრის მისამართით ბოლო დღეებში გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებს.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორი ცენტრსა და ზოგიერთ კლინიკას შორის გარიგებებს გამორიცხავს

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მაკა გვარამია ცენტრის მისამართით ბოლო დღეებში გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და …