მთავარი » დაზღვევა » ვვარაუდობთ, ზოგი სადაზღვევოს ანგარიშზე თვეში მილიონი ლარი გაუმჭვირვალედ მიდის
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,აქვთ ვარაუდი, რომ ზოგიერთი სადაზღვეო კომპანიის ანგარიშზე თვეში მილიონი ლარი გაუმჭვირვალედ მიდის.

ვვარაუდობთ, ზოგი სადაზღვევოს ანგარიშზე თვეში მილიონი ლარი გაუმჭვირვალედ მიდის

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,აქვთ ვარაუდი, რომ ზოგიერთი სადაზღვეო კომპანიის ანგარიშზე თვეში მილიონი ლარი გაუმჭვირვალედ მიდის.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრმასთან დაკავშირებით განაცხადა.

“2013 წლის მერე ბევრი რამ შეიცვალა, ბევრმა დაკარგა კერძო დაზღვევა, მაგრამ ვეღარ შეიძინა საყოველთაო ჯანდაცვა, მეორე მხრივ ადამიანები რომელთაც 2013 წელს არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეები, შემედეგ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივეს მონაწილეები გახდნენ. ეს თავისთავად პრობლემაა.

იყო საკითხი, რომ 2014 წელს 2013 წლის ბაზები განახლებულიყო 2014 წლის მონაცემებით, სადაზღვეოებმა გვთხოვეს, რომ კიდევ ერთი წელი მიგვეცა 2015 წლის მონაცემებით, რაც არ მოხდა. ამის შემდეგ ჩვენ ყოველთვის ვთხოვდთ ბაზების მოწოდებას, მაგრამ ესე არ ხდებოდა. სადაზღვეო ინდუსტრიის წარმომადგენლები ადასტურებდნენ მზადყოფნას, რომ ეს აუცილებელი იყო, მაგრამ სინამდვილეში ამას არ აკეთებდნენ.

ამას მარტივი საფუძველი აქვს: არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემა ჩვენი წინასწარი გათვლებით, თვეში მილიონ ლარს მოიხმარს გაუმჭვირვალედ, სახელწმიფო ბიუჯეტს, ჯანდაცვის ბიუჯეტს. ვვარაუდობთ, რომ ეს ზოგიერთი სადაზღვეო კომპანიის ანგარიშებზე მიდის. რამდენი თვითაც გაგრძელდება არსებული სტატუს ქვო იმდენი მილიონი დაიკარგება. რა თქმა უნდა ეს მათ აწყობთ”,-განაცხადა სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში პოპულარული სადაზღვევო პროდუქტები ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევაა.ამის შესახებ საუბარია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშში.

საქართველოში ყველაზე პოპულარული სადაზღვევო პროდუქტები ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევაა

საქართველოში ყველაზე პოპულარული სადაზღვევო პროდუქტები ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევაა. ამის შესახებ საუბარია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის …