მთავარი » ჯანდაცვა » წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტი წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მედიცინისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ პირველაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ქვეყანათაშორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა ნინო ტოტოღაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" ბავშვებში სიმსივნის განვითარების მიზეზებზე ისაუბრა.

რა იწვევს ბავშვებში სიმსივნის მატებას

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა ნინო ტოტოღაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” ბავშვებში …