მთავარი » შრომა » ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში
2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 1065 ლარს შეადგენდა,

ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში

2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 1065 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 85 ლარით გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ანაზღაურება კვლავ საფინანსო სექტორში ფიქსირდებოდა და ის 2023 ლარს შეადგენდა, ყველაზე დაბალი კი განათლების სფეროში – 589 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით შემდეგია:

  • სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა – 660 ლარი
  • თევზჭერა, მეთევზეობა – 1096 ლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა – 1328 ლარი
  • დამამუშავებელი მრეწველობა – 902 ლარი
  • ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 1255 ლარი
  • მშენებლობა – 1643 ლარი
  • ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 977 ლარი
  • სასტუმროები და რესტორნები – 899 ლარი
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 1349 ლარი
  • საფინანსო საქმიანობა – 2023 ლარი
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 1375 ლარი
  • სახელმწიფო მმართველობა – 1213 ლარი
  • განათლება – 589 ლარი
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 989 ლარი
  • კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 875 ლარი.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

"შრომის უსართხოების შესახებ" კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდმება დასამებულების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით.

შრომის უსართხოების კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო მნიშველოვან ნაბიჯს გადადგამს

ჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” აცხადებს, …