მთავარი » ჯანდაცვა » ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე სწავლობს
მიმდინარე სასწავლო წელს ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მაგისტრატურის ან რეზიდენტურის პროგრამაზე სწავლობს.

ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე სწავლობს

2016-2017 სასწავლო წელს საქართველოში უცხოელ კურსდამთავრებულთა რიცხვი გაზრდილია.

2015-2016 სასაწავლო წელს ბალაკავრიატის, მაგისტრატურისა და რეზიდენტურის სასწავლო პროგრამებზე საქართველოში სულ 6 627 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, მიმდინარე სასწავლო წელს კი 8 012 სტუდენტი ფიქსირდება. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უცხოელი სტუდენტებისთვის უფრო მიმზიდველია არა ბაკალავრიატზე, არამედ მაგისტრატურასა და რეზიდენტურაზე სწავლა. მიმდინარე სასწავლო წელს ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მაგისტრატურის ან რეზიდენტურის პროგრამაზე სწავლობს. უცხოელ სტუდენტთა უდიდესი უმრავლესობა (4232 სტუდენტი) სწორედ ამ პროგრამაზე მოდის.

უცხოელი სტუდენტების მეორე ყველაზე დიდი ნაწილი (2235 სტუდენტი) სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამას ირჩევს.

792 ადამიანი სწავლობს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბაკალავრიატის საფეხურზე, 204 ადამიანი კი მეცნიერების პროგრამაზე.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს, საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება

დაავადებათა კონტროლის ცენტრში საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს, საგზაო …