მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ​კოვიდ-პაციენტების ტრანსპორტირების მიზნით, სასწრაფო დახმარების მანქანები სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში გადადის

​კოვიდ-პაციენტების ტრანსპორტირების მიზნით, სასწრაფო დახმარების მანქანები სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში გადადის

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები დროებით სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცემა, რათა ჰოლდინგმა შეძლოს მისსავე მართვაში არსებულ კლინიკებში საეჭვო ან დადასტურებული პაციენტების ტრანსპორტირება უზრუნველყონ.

ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა.

მთავრობის  შესაბამისი დადგენილების თანახმად:  „ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის სამართავად, მიეცეს უფლება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, მის ბალანსზე არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა/მანქანები, სამინისტროს მითითების შესაბამისად, დროებით სარგებლობაში გადასცეს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, მის მართვაში არსებულ კლინიკებში COVID-19 საეჭვო ან/და დადასტურებული პაციენტების ტრანსპორტირების მიზნით.“

ამასთან, დადგენილების მიხედვით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გადაუდებელი აუცილებლობისას, COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის სამართავად, მობილიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად გამოყენებულ იქნება არასამედიცინო დაწესებულებების სივრცე.

იხილეთ ასევე

თურქეთი საქართველოსთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტების დაბალ ფასად მიწოდებას გეგმავს

თურქულმა მხარემ საქართველოს,  სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში,  შესაძლოა,  ფარმაცევტული პროდუქცია დაბალ ფასში მიაწოდოს. ამის შესახებ თურქეთში …