მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 1,5 მლნ. დოლარის გათამაშება და ბავშვების ვაქცინაცია-როგორ ცდილობენ ქვეყნები იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას

1,5 მლნ. დოლარის გათამაშება და ბავშვების ვაქცინაცია-როგორ ცდილობენ ქვეყნები იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას

მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებები ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ფინანსური წახალისებით ცდილობენ.

Bloomberg-ი წერს, რომ გერმანია 12  წლის და უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაციას 7 ივნისიდან იწყებს, რადგან ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა პანდემიიდან გამოსვლის გზებს ეძებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბავშვების იმუნიზაცია ნებაყოფლობითი იქნება და არ მოახდენს გავლენას სკოლებში მოსწავლეების დასწრებაზე. მისი თქმით, ამ ასაკობრივი კატეგორიის პირებისთვის Pfizer-ის ვაქცინა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარებას ცდილობს საფრანგეთი: ხუთშაბათს ქვეყანაში 700 ათასამდე ინექცია გაკეთდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ვაქცინაციის ტემპები კი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ქვეყანა ვაქცინების სულ უფრო მეტ დოზას იღებს.

იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებისთვის ხელისუფლება გეგმავს ავტობუსების დანიშვნას პროვინციულ ქალაქებში. ამასთან, იგეგმება, მედპერსონალმა კარდაკარ სიარულის პრინციპით მარტო მცხოვრები და ხანდაზმული ადამიანები აცრას.

კალიფორნიის ხელისუფლებას, რომელიც თვეებია მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, ახლა იმედი აქვს, რომ ამ პროცესს 116,5-მილიონი დოლარიანი პრიზი უფრო სასიამოვნოს გახდის.

ახალი კამპანიის Vax for the Win ფარგლებში, 12 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც ერთხელ მაინც არიან აცრილები, ფულადი პრიზების მიღების შესაძლებლობა  ექნებათ. გათამაშება სამ სერიად გაიმართება.

4 და 11 ივნისს 30 გამარჯვებული გამოვლინდება, და თითოეული მათგანი 50 ათას დოლარს მიიღებს, თუკი ვაქცინაციას დაასრულებენ. ფინალურ გათამაშებაში, 15 ივნისს კი 10 ადამიანიდან თითოეული 1,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 50% უკვე სრულად ვაქცინირებულია.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა …